მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7181.5
-0.0017
flag
AZN 1.5362
-0.0008
flag
CNY 38.914
-0.0017
flag
EUR 3.0318
-0.0056
flag
GBP 3.5317
-0.006
flag
KZT 57.5
-0.0002
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6114
-0.0014
news banner

დღეს ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება - პრემიერი

news image
mbc image

ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლიგური ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბი ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება. 

მოხარული ვარ, რომ შენობა, რომელიც იყო წინა ხელისუფლების კორუფციის სიმბოლო, დღეიდან სრულიად ახალ ფუნქციას შეიძენს.

ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

გასული წლების განმავლობაში ჩვენ განვავითარეთ ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის სისტემა, შევქმენით ტექნოპარკების ეროვნული ქსელი, დავნერგეთ სპეციალური საგადასახადო პირობები ტექნოლოგიური და ინოვაციური ბიზნესისთვის, მოვიზიდეთ საერთაშორისო კომპანიები და ათასობით ახალგაზრდას მივეცით თანამედროვე ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ამ ყველაფერმა ქვეყანას უკვე მოუტანა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი - მთავრობის ხელშეწყობით, 300-ზე მეტმა ინოვაციურმა და მაღალტექნოგიურმა სტარტაპმა 800 მილიონ ლარზე მეტი ეკონომიკური სარგებელი შექმნა, დასაქმდა 4000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე და საქართველო რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ცენტრად ჩამოყალიბდა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მცირე და საშუალო ფერმერების მხარდაჭერას - დავით სონღულაშვილი

09.09.2026.18:33

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, კობა კობალაძესთან და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან ერთად, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერან ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა.

ვეტერან ფერმერებს 20 ერთეული ხელის ტრაქტორი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით გადაეცათ.

დავით სონღულაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს და TİKA-ს, ვეტერანი ფერმერების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია.

„დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ვეტერანი ფერმერების ღვაწლი და მათ მიერ ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახური, ჩვენი ხელისუფლებისთვის მუდმივი ყურადღებისა და ზრუნვის საგანია. სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ფერმერების, განსაკუთრებით კი, მცირე და საშუალო ფერმერების მხარდაჭერას. ამ მხარდაჭერის ფარგლებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება და ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემა ვეტერანი ფერმერების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობასა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება. 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) შორის პარტნიორობა, 2017 წელს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში, თურქული მხარის ხელშეწყობით, ვეტერანებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის მიმართულებებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა