დღეში 1000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რაც თავისთავად ამ პროექტის წარმატებაზე მეტყველებს - ირაკლი კობახიძე
დღეში 1000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რაც თავისთავად ამ პროექტის წარმატებაზე მეტყველებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, ახალგაზრდებს, მოსწავლეებს და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ეზიარონ ტექნოლოგიების სამყაროს და მიიღონ ახალი გამოცდილება.
„ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით ცალკე მინდა გამოვყო ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტი. უკვე გაიხსნა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც ახალგაზრდებს, მოსწავლეებს და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას რომ ეზიარონ ტექნოლოგიების სამყაროს, მიიღონ ახალი ცოდნა, ახალი გამოცდილება, დაინტერესდნენ ამ სფეროთი. დღეში 1000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რაც თავისთავად ამ პროექტის წარმატებაზე მეტყველებს. ასევე, ეს პროექტი სტარტაპერებს, მეცნიერებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, იმის შესაძლებლობას, რომ იმუშაონ უმაღლესი დონის ლაბორატორიებში, ინოვაციურ პროექტებზე და თანამედროვე ტექნოლოგიების ეკონომიკაში დანერგვაზე", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე მეწყრულ უბანზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
07.10.2026.15:58
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუშინ ღამე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე ჩამოვიდა კლდოვანი მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამ დროისთვის, ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და სამუშაოები ინეტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამასთანავე, უკვე გამოცხადებულია ტენდერი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ26 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება 26.5 კმ. სიგრძის გზის სრული რეაბილიტაცია, მათ შორის სპეციალური ღონიძიებები გატარდება აღნიშნული გზის 26-კმ-ზე არსებულ მეწყრულ უბანზე, რაც სრულად მოაგვარებს არსებულ პრობლემებს.