დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას Swirl Wine Group განახორციელებს
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2026 წელს, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის ღონისძიებებს მარკეტინგული კომპანია Swirl Wine Group განახორციელებს, რომელსაც ცნობილი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott) ხელმძღვანელობს. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის ბაზარზე მიმდინარე წელს დეგუსტაცია-სემინარები სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებზე, განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები. მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ღვინის ტურები მოეწყობა საქართველოში.
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი. დიდი ბრიტანეთის ღვინის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო კომპანიასთან „Swirl Wine Group“ 2015 წლიდან თანამშრომლობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითად მიმართულება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდაა. ღვინის ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სააგენტო მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.
სხვა სიახლეები
ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი იწყება
27.10.2026.17:00
ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი იწყება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ და დეტალური ინსტრუქცია გააცნეს.
საწყის ეტაპზე, რიგითობის შესაბამისად, განაცხადების მიღების პირველ დღეს შემოსული დოკუმენტაცია დამუშავდა და გადამოწმების მიზნით დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის სამსახურს გადაეცა.
დღეიდან, მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას, მთელი საქართველოს მასშტაბით, იწყებენ. მოკვლეული მასალა გადაწყვეტილების მისაღებად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცემა, რის შემდეგაც კომპენსაციების გაცემის ეტაპი დაიწყება.
პარალელურ რეჟიმში, პროგრამაში ჩართვის მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება, 2 ნოემბრის ჩათვლით, გრძელდება.
მიმდინარე წელს დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფისთვის 58 მილიონი ლარია გამოყოფილი. მომდევნო წელს პროგრამა კიდევ უფრო აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.