მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

დიდ დიღომს მეტროსადგურ „დიდუბესთან“ ტრამვაის ახალი ხაზი დააკავშირებს - ხელშეკრულებას ხელი მოეწერა

news image
mbc image

"ჩვენ დავპირდით თბილისელებს ტრამვაის დაბრუნებას, დღეს ამ დაპირების შესრულების კონკრეტულ ეტაპს ვიწყებთ", - ამის შესახებ განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით, იდეა კონკრეტულ საქმედ იქცა.

მისი თქმით, ტრამვაის ხაზი დიდ დიღომს მეტროსადგურ "დიდუბესთან" დააკავშირებს და პროექტის სამივე ეტაპის განხორციელებას 36 თვე დასჭირდება. 

"დღეს მართლაც გამორჩეული დღეა ჩვენი დედაქალქისთვის, რადგან თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და თურქული კომპანია ერთობლივი საწარმო "ივაის" შორის ხელი ეწერება ხელშეკრულებას თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის შესახებ. მახსოვს, როდესაც ტრამვაის დაბრუნების შესახებ პირველად გავაკეთე განცხადება, რამხელა გამოხმაურება მოჰყვა ამას საზოგადოებაში. იყო დიდი სიხარული, მაგრამ იყო სრულიად ბუნებრივი კითხვაც, როდის გახდება ეს იდეა რეალობა? დღეს სწორედ ამ კითხვას ვცემთ პასუხს, იდეიდან, დაპირებიდან გადავდივართ კონკრეტულ საქმეზე. ეს ჩემთვის, თანაგუნდელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ერთი განცხადებით არ კეთდება, ნას სჭირდება დაგეგმვა, ფინანსური რესურსი, პროფესიონალების ჩართულობა, დრო და რაც მთავარია, პოლიტიკური ნება, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანო. შესაბამისად, მე, პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს – "ქართულ ოცნებას", მადლობა ჩვენს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის.

ტრამვაის დაბრუნებას თბილისისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ეს არის ის ქალაქური კულტურის დაბრუნება, რომელიც ჩვენი უფროსი თაობის ყოველდღიურობის ნაწილი იყო, თუმცა ჩვენ წარსულში დაბრუნებას არ ვაპირებთ. ჩვენ ვაბრუნებთ ტრამვაის იმისთვის, რომ თბილისს მომავლის სატრანსპორტო სისტემა შევუქმნათ. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომლის განხორციელებაც 2017 წლიდან დავიწყეთ, სწორედ ამას ემსახურება – ქალაქში გადაადგილება იყოს უფრო სწრაფი, კომფორტული, უსაფრთხო და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ქუჩა თანაბრად უნდა ემსახურებოდეს ფეხით მოსიარულეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრს, ეკოტრანსპორტით მოსარგებლეს და ავტომობილების მძღოლებს.

ჩვენ გგვინდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ადამიანმა აირჩიოს არა იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვს, არამედ იმიტომ, რომ ის არის სწრაფი, კომფორტული და საიმედო. ტრამვაი ამ სისტემის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდება. ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ "დიდუბესთან" დააკავშირებს. პროექტი შედგება სამი ეტაპისგან – კონცეპტუალური პროექტის მომზადება, დეტალური პროექტირება და სამშენებლო სამუშაოები. სამივე ეტაპის ჯამური ვადა გახლავთ 36 თვე, ხოლო ყველა თანმდევი პროცედურის გათვალისწინებით, პროექტის დასრულება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იგეგმება", – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, ახალი ტრამვაის ხაზი თბილისის თანამედროვე სატრანსპორტო ქსელის განვითარების დასაწყისი უნდა გახდეს. მისი თქმით, პროექტის განხორციელებას შესაძლოა გარკვეული დროებითი დისკომფორტი ახლდეს, თუმცა მერია მოსახლეობას სამუშაოების შესახებ ინფორმაციას წინასწარ მიაწვდის და მისი შემცირების მიზნით მაქსიმალურად იმუშავებს.

"რასაკვირველია, ერთი ტრამვაის ხაზი თბილისის ყველა სატრანსპორტო გამოწვევას ვერ გადაწყვეტს და ამის თქმას არც ვაპირებ, მაგრამ დიდი ცვლილებები ყოველთვის პირველი ნაბიჯით იწყება. გვინდა, რომ ეს ხაზი გახდეს თანამედროვე ტრამვაის ქსელის განვითარების დასაწყისი და თბილისის სატრანსპორტო სისტემის ახალი ეტაპი. წინ რთული სამუშაო პროცესი გველოდება. ასეთი მასშტაბის პროექტს აუცილებლად ახლავს გარკვეული დისკომფორტი. ამიტომ, დღესვე მინდა, თბილისელებს ვუთხრა, ყველა ეტაპზე მაქსიმალურად ღიად ვიქნები პირადად მეც, ჩემი თანაგუნდელებიც და წინასწარ მოგაწვდით ინფორმაციას სამუშაოების შესახებ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დისკომფორტი მაქსიმალურად შევამციროთ. როდესაც ქალაქი მომავალს აშენებს, ზოგჯერ დროებითი დისკომფორტის გავლაც გვიწევს, მთავარია, რა რჩება ამ პროცესის დასრულების შემდეგ. დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ არა უბრალოდ ხელშეკრულებას, დღეს ვიწყებთ პროექტს, რომელმაც თბილისის სატრანსპორტო ისტორიაში ახალი ფურცელი უნდა დაწეროს. მინდა, წარმატებები ვუსურვო თურქულ კომპანიას, ჩვენს სატრანსპორტო კომპანიას, ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობას მიიღებს ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში და იქნება ჩართული. ჩვენ დავპირდით თბილისელებს ტრამვაის დაბრუნებას, დღეს ამ დაპირების შესრულების კონკრეტულ ეტაპს ვიწყებთ. შემდეგი მთავარი დღე იქნება ის, როდესაც პირველი ტრამვაი ამ ხაზზე მგზავრებით გაივლის. მინდა, წარმატებები ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც კეთილ საქმეს აკეთებს ჩვენი ქალაქისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

05.10.2026.18:31

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა, ხოლო აგვისტოსთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.4% ით მოიმატა
  • საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, სექტემბერში 3.5% შეადგინა
  • მომსახურების ინფლაცია 3.7%-ს გაუტოლდა

საბანკო სექტორი

  • აგვისტოში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების წლიური ზრდის ტემპი 0.2 პპ-ით დაჩქარდა და 14.8% შეადგინა
  • დეპოზიტების დოლარიზაცია ივლისში 0.1 პპ-ით გაიზარდა და 43.2% შეადგინა
  • აგვისტოში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციამ 41.2% შეადგინა

საგარეო სექტორი

  • იმპორტი - საქონლის იმპორტი წლიურად 4.3%-ით გაიზარდა და 1.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. აგვისტოს იმპორტის ზრდა ძირითადად შუალედური მოხმარების საქონელმა განაპირობა, რომლის კონტრიბუციამ მთლიან იმპორტში 5.6 პპ შეადგინა
  • ექსპორტი - საქონლის ექსპორტი 24.7%-ით გაიზარდა და 752.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აგვისტოში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური ზრდა დაფიქსირდა ყველა დანიშნულების სასაქონლო ჯგუფში
  • აგვისტოს მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 613.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და 8.1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა