მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.4
-0.0122
flag
AZN 1.5518
-0.0003
flag
CNY 38.818
0.0013
flag
EUR 3.014
0.0031
flag
GBP 3.5354
0.0116
flag
KZT 56.45
0.001
flag
TRY 0.0563
0
flag
USD 2.6376
-0.0008
news banner

დიდ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ ჩვენი ტრადიციული ხელოვნება და კულტურა განვითარდეს და ესეც ბიზნესის ნაწილია - თინათინ რუხაძე

news image
mbc image

კულტურის მინისტრის განცხადებით, ტელესერიალებისა და კინოსერიალების მიმართულებით საერთაშორისო კონვენციასთან მიერთება საქართველოსთვის გახსნილი გზაა, რომელიც ქვეყნის კულტურის გლობალურ პლატფორმებზე წარმოჩენას და კრეატიული ინდუსტრიების განვითარებას შეუწყობს ხელს.

როგორც თინათინ რუხაძემ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში საუბრისას განმარტა, კულტურა უნდა იქცეს მუდმივმოქმედ პროცესად და ერთგვარ „ლოკომოტივად“, რომელიც ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ქვეყნის საერთაშორისო ინტერესს ზრდის, ხოლო სექტორი უკვე დღეს ათიათასობით ადამიანს აერთიანებს და მნიშვნელოვან ეკონომიკურ პოტენციალს ქმნის.

„ეს არის გახსნილი გზა და ნამდვილად, როდესაც დასკვნას აძლევდა სახელმწიფო ამ კონვენციაზე ხელმოწერას და მიერთებას, ყველა ინსტიტუციამ ერთხმად თქვა, რომ ეს არის ის, რისთვისაც ვართ, რომ ჩვენი კულტურა გავიტანოთ მაღალ დონეზე და ვიყოთ წარმოდგენილი ყველა პლატფორმაზე, მათ შორის ტელესერიალების კუთხითაც. მით უმეტეს, როდესაც თავიდანვე ამას ვამბობ, რომ მიმაჩნია, რომ ქვეყანა, რომელიც პოზიციონირებს და მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს ასეთ პირობებშიც კი, ქვეყანა, რომლისთვისაც ტურიზმი და საინვესტიციო გარემო, მშვიდობა არის იმისთვის, რომ ეს ყველაფერი განვითარდეს და ქვეყნის მოსახლეობისთვის და  თანამოქალაქეებისთვის დიდი შესაძლებლობები შეიქმნას, რომ აქ უკეთესი ცხოვრების პირობები იყოს, ქვეყანა, რომელსაც მოთხოვნა აქვს, რომ ეკონომიკურად სტაბილური იყოს და დამოუკიდებლობა შექმნას. ეს ვერ იქნება ერთჯერადი აქტი, ვერ იქნება ერთჯერადი სარეკლამო კამპანია. ეს უნდა იყოს მუდმივმოქმედი პროცესი, რომ კულტურა მუდმივად, როგორც წინ ჩამდგარი ლოკომოტივი ქვეყანას მთელ მსოფლიოში უკეთებდეს ისეთ შეფუთვას, ისეთ წარდგენას, რომ მსოფლიოს აინტერესებდეს მერე შენთან ურთიერთობა.

ეს ვერ იქნება ერთჯერადი აქტი იმიტომ, რომ თაობები ჩვენთანაც იცვლება და როგორც გენეტიკურ დონეზე, მაგალითად მრავალხმიანობა ქართველთა საქმეა, მაგრამ გენეტიკურ დონეზე ჩვენ სალოტბარო სკოლებს ვხსნით და მეტს ვაკეთებთ, რომ მომავალმა თაობამ კარგად იცოდეს ქართული ფოლკლორი, ასევეა უცხოეთშიც. ჩვენ აქაც დიდ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ შიგნითაც საქართველოში ბევრი ვაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ტრადიციული ხელოვნება და კულტურა განვითარდეს და ესეც ბიზნესის ნაწილია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენ დარგში, მაგალითად მარტო სახელმწიფო სისტემაში 12 000-მდე ადამიანი მუშაობს. წარმოიდგინეთ 80-მდე ორგანიზაციაა და შესაბამისად ჩვენი მომხმარებელი კიდევ უფრო მეტი ადამიანია, ათიათასობით ადამიანია - თვითდასაქმებულიც, ხელოვანიც, მხატვარიც, რეწვის თუ სხვადასხვა დარგის წარმომადგენელი, სხვათა შორის მოდის ინდუსტრიაც ჩვენი ინდუსტრიის ნაწილია და ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც მსოფლიო საერთაშორისო დონეზე წარმოადგენს და ჩვენ კიდევ გვაქვს ძალიან ბევრი თემა, მათ შორის მოდის ინდუსტრიაზე როდესაც ვლაპარაკობთ, რომლითაც მსოფლიო შეგვიძლია ჩვენი ქსოვილით, კოსტიუმით და სხვა რაღაცებით განვაცვიფროთ“, - აცხადებს მინისტრი.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელი - გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი

10.07.2026.10:50

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის მაგისტრი და კონტენტ კრეატორი კონსტანტინ ბაუმი სტუმრობდა, რომელიც ქართული ღვინის მარნებსა და კომპანიებს იმერეთში გაეცნო.

კონსტანტინ ბაუმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვინის Youtube არხის მფლობელია, 200 ათასზე მეტი გამომწერით და მილიონობით ნახვებით. საქართველოში მისი ვიზიტი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას ღვინის პროფესიონალებსა და მომხმარებლებში. ბაუმი ამ დრომდე საქართველოს რამდენჯერმე სტუმრობდა, თუმცა პირველად იმყოფებოდა იმერეთის რეგიონში.

„დასავლეთ საქართველოში აქამდე არასოდეს ვყოფილვარ და ძალიან საინტერესო იყო ქვეყნის ამ კუთხეების გაცნობა და იმ ღვინოების დაგემოვნება სწორედ იმ ტერუარში, სადაც ისინი იწარმოება. ძალიან სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ რამდენად მრავალფეროვანია საქართველო. განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით აქ სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელი. უფრო უხვი ნალექი, განსხვავებული ტემპერატურული პირობები ღვინოებს განსაკუთრებულ სიხალისეს, ცოცხალ ხასიათსა და გამორჩეულ არომატულ პროფილს ანიჭებს. ასევე ძალიან საინტერესო იყო სხვადასხვა მასშტაბის მარნების მონახულება და იმის გაცნობიერება, თუ რა პოტენციალი აქვს იმერეთს მომავალში“, - აღნიშნა კონსტანტინ ბაუმმა.

გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი აქტივობებისა და ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობის შედეგად, შექმნილია ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 784 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით მეტია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა