მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დიდი ლილოს პოლიგონზე გაზშემკრები სისტემისა და გაზის უტილიზაციის პროექტის მომზადება დეკემბერში დასრულდება

news image
mbc image

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა დიდი ლილოს ნაგავსაყრელის მდგომარეობასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს და პრობლემების გადაჭრის კონკრეტულ გეგმაზე ისაუბრა.

თბილისის მერის განცხადებით, გაზშემკრები სისტემისა და გაზის უტილიზაციის პროექტის მომზადება დეკემბერში დასრულდება, რის შემდეგაც პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდება. მანვე ასევე მადლობა გადაუხადა მოსახლეობას იმისთვის, რომ მერის მოადგილეებისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ, გაგებით მოეკიდნენ აღნიშნულ საკითხს.

„დიდი ლილოს მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონზე არსებული მდგომარეობასთან დაკავშირებით ადგილობრივ  მოსახლეობას ჰქონდა პროტესტი, გულისწყრომა და მინდა, ამ ადამიანებს განვუმარტო, რას გეგმავს დედაქალაქის მერია. ვიცი, რომ ჩემი მოადგილეები შეხვდნენ მოსახლეობას და ამ ადამიანებმა გაიგეს ყველაფერი, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო.

დედაქალაქი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, აქტიურ ფაზაში გადავიდა დიდი ლილოს პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოსაწყობად, რაც დაგვეხმარება, დავაკმაყოფილოთ 2014 წელს გაფორმებული ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით დაკისრებული გარემოსდაცვითი ვალდებულება. აღნიშნული პროექტი მოიცავს ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების საბოლოო გადახურვასა და უკვე მოქმედი თუ დახურული უჯრედებიდან მეთანის გაზის შეგროვებას.

EBRD-მ დედაქალაქს დაუქირავა საერთაშორისო საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანია Enviroplan S.A., რომლის კონსულტანტებმაც ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩაატარეს ყველა საჭირო კვლევა. კომპანია მიმდინარე წლის დეკემბერში დაასრულებს პროექტზე მუშაობას, რომლის საფუძველზეც გამოცხადდება გაზშემკრები სისტემისა და გაზის უტილიზაციის შესახებ ტენდერი, საერთაშორისო წესებისა და პირობების დაცვით. ტენდერის დასრულების შემდეგ კი დაიწყება პროექტის განხორციელება. ჩვენ, სამწუხაროდ, არ  გვქონდა გამოცდილება და პირდაპირ ვიტყვი, ადამიანური რესურსიც არ არსებობდა, ვინც ასეთ სტრატეგიულ პროექტზე იმუშავებდა და უშუალოდ პროექტს წარუდგენდა მუნიციპალიტეტს. ამიტომ, საერთაშორისო კომპანიების და ექსპერტების ჩართულობა მნიშვნელოვანია.

მინდა ამისთვის EBRD-ს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ ნარჩენების სეპარირების მიმართულებით ის  კონკრეტული პროექტებიც დაასახელა, რომლის განხორციელებაც ლილოს პოლიგონზე იგეგმება.

„EBRD-ისა და საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ ICP-ის დახმარებით, ახლო მომავალში იგეგმება მასალების აღმდგენი ობიექტისა და მექანიკური ბიოლოგიური დამუშავების საწარმოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მშენებლობა. ოქტომბრის ბოლოსთვის მზად იქნება ამ შენობა-ნაგებობებისა და დანადგარების კონცეპტუალური დიზაინი. ეს იქნება ნარჩენების სეპარირებულად შეგროვების, განთავსებისა და გადამუშავების დაწყების საფუძველი. გარდა ამისა, ლილოს პოლიგონზე იგეგმება ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობა, რაც დღეს სერიოზული პრობლემაა. ამ ეტაპზე ტექნიკური მახასიათებლების შემუშავება მიმდინარეობს, რის შემდეგაც EBRD-ის ეგიდით საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება.

აღნიშნული პროექტი მომავალი წლის განმავლობაში დასრულდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიდი ლილოს ნაგავსაყრელის მდგომარეობა არის პრობლემური, თუმცა ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობდით და უკვე გვაქვს ის შედეგი, რომ კონკრეტული პროექტის განხორციელება მოხდება იმ პროექტების საფუძველზე, რომელიც  EBRD-ის დახმარებით შემუშავდა. ჩვენი იდეა და მიზანი არის, რომ ნარჩენების სეპარირება მოხდეს, თუმცა ამისთვის ძალიან დიდი სამუშაოებია გასაწევი. საკმაოდ მასშტაბური სამუშაოებია ჩასატარებელი, როგორც ეს ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ და ქალაქმა გააკეთა. თბილისიც ამ მიმართულებით მუშაობს და მალე გვექნება შეასძლებლობა, ჩვენი დედაქალაქიც გადავიდეს ნარჩენების სეპარირებაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში 6 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ,,მეფედრონი" აღმოაჩინეს

29.11.2026.17:49

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,თბილისის აეროპორტის" გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
 
საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საფოსტო გზავნილის რენტგენო ინსპექტირების სისტემით დათვალიერების შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან გამოგზავნილ საკვები ზეთისთვის  განკუთვნილ ჰერმეტულ ქილებში მალულად განთავსებული 6 კილოგრამზე მეტი ,,მეფედრონი" აღმოაჩინეს.
 
გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა