დიდუბეში ახალი საზოგადოებრივი სივრცე ეწყობა
დიდუბეში, კოსმონავტების სანაპიროს N45ბ-ს მიმდებარედ საზოგადოებრივი სივრცე ეწყობა.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემა, გამწვანებული ზონები და განთავსდება საპარკო ინვენტარი.
„პროექტი ასევე ითვალისწინებს 20-მდე ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე სივრცის მოწყობას, რაც ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში 6 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ,,მეფედრონი" აღმოაჩინეს
29.11.2026.17:49