დიდუბის რაიონში გაზის მიწოდება 12 000-მდე აბონენტს შეუწყდება
დიდუბის რაიონში გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 12000-მდე აბონენტს შეუწყდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
„გაცნობებთ, რომ დიდუბის რაიონში, გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 23 იანვრის 13.00 საათიდან 24 იანვრის 12:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება სპირიდონ კედიას ქ. 3, 10, 10კ-ში მდებარე შპს ,,კედიას 10”-ს, შპს ,,GD GROUP”-ს და ,,ალისფერ აფრებს” საცხოვრებელი კორპუსების, სპ. კედიას ქ. 8-ში მდებარე შპს ,,კლასიკ დეველოპმენტს”, კახოვკის ქ. 9, თევდორე მღვდლის ქ. 13, 15, 16, 38, 40, 42, 44, 48, 48ა, 49, 51-53, ცაბაძის ქ. 8, ზუგდიდის ქ. 3, 12, ცემის, სოხუმის ქ. 4-6ა, 7, 7ა, 8, დავით ბაქრაძის ქ. 4, 6ა, ვანის ქ. 4 (დ. ბაქრაძის ქ. 6ა), ვანის ქ. 4-ში მდებარე შპს ,,სამშენებლო კომპანია თბილისი ვექტორის”, ვანის ქ. 4-ში მდებარე შპს ,,ვიზს”, ვანის ქ. 7, არჩილ კერესელიძის ქ. 1, 2, 3, 5, ფოთის ქ. 12/14, ვ. ბაგრატიონის ქ. 53, დიდუბის II შეს. 3 (დიდუბის II შეს. 20), 14 (წერეთლის გამზ. 66), 19ბ (წერეთლის გამზ. 70), 20, წერეთლის 1კ, 2კ, 3კ, 4კ, 5კ, 6კ, 7კ, წერეთლის გამზ. 27-ში მდებარე შპს ,,სვეტს”, აკ. წერეთლის გამზ. 8, 10, 12, 12ა, 41, 57, 58, 59, 61, 63, 64, 66, 65-1, 63-1, 63-2, 67, 69, 71, 70, 72, 73, 74, 76, 77, 77ა, 77ბ, 87, 87ა, 89, 91, 93, 95, 97, 99, 99ა, 101, 103, 105, 111, 113, 115, 115ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობასა და მცირე კომერციულ ობიექტებს, არჩილ ქურდიანის ქ. 2, 4, 5, 6, 7, 10, 11, 16, 18, 12/14, გიორგი ცაბაძის ქ. 3ა, 3ბ, 3გ, 5, 7, 9, 11, დავით აღმაშენებლის გამზ. 168, 171, 172,2 174, 176, 177, 179, 179ა, 181, 183, 185, 187, 189, 191, 195, დავით ყიფიანის (ყოფ. დიდუბის) ქ. 4, 4-1, 4-2, 4-3, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქ. 176, 182, 186, 190, ვახუშტი ბაგრატიონის ქ. 62, თევდორე მღვდლის ქ. 38, 40, 42, 44, ზუგდიდის ქ. 12, სოხუმის ქ. 7, 7ა, 8, ევდოშვილის ქ. 14, ასევე საგურამოს (ახლ. სლავა მეტრეველის), შოთა იამანიძის, სოხუმის, ბათუმის, ბორჯომის (ახლ. მურმან ლებანიძის), გორის ქუჩებსა და მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობასა და მცირე კომერციულ ობიექტებს, ასევე სამტრედიის ქ. 5, 7, 9, სტანისლავსკის ქ. 8, 12, 12ა, 12ბ, აკაკი წერეთლის გამზ. ასევე იროდიონ ევდოშვილის ქ. 2-ში შპს ,,კარკასს”, 2/10-1, 2/10-2, 2/10-3, 2/10-4, 2/10-5, 2/10-6, 2/10-7, 2/10-8, 3, 12, 18, 14, 18, 20-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე გორისა და ძმ. ფიფიების (ყოფ. ვორონინის) ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას. აგრეთვე გაზის მიწოდება შეუწყდება წერეთლის გამზ. 67-ში – სსიპ “სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს”, წერეთლის გამზ. 77-ში – ბაგა–ბაღი # 207-ს, შპს 10233“ორიონს”, ცაბაძის ქ. 8-ში – შპს ,,კოლხას”, ბაქრაძის ქ. 6-ში – შპს “საზოგადოებრივი კოლეჯი “კავკასიონს”, ვ. ბაგრატიონის ქ. 58-ში - # 100 საჯარო სკოლას, კედიას ქუჩაზე სს ,,სასკოლო ინვენტარის ფაბრიკას”, შპს ,,იმედი 999”, შპს “ვეგა”, შპს “საუნჯეს” – სკოლა, შპს “თეგეტა მოტორს”, კედიას ქ. 7-ში მდებარე ქ. თბილისის I სამედიცინო სასწავლებელს, კედიას ქ. 4-ში მდებარე შპს ,,ჯ-ი”-ს (ყოფილი ,,წითელი ჯვარი”), შპს “შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მქონე რეაბილიტაციის ცენტრს”, თევდორე მღვდლის ქ. 53-ში – კომპანია ,,ლუქსი 2004”-ს, გორის ქ. 1-ში – შპს ,,დესთინეიშენ ჯორჯიას”, თევდორე მღვდლის ქ. 24-ში მდებარე შპს ,,მერაბ შუბითიძეს” მცირე კომერციულ ობიექტს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ და საბიუჯეტო ორგანიზაციებს.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 24 იანვრის 12.00 საათიდან და დასრულდება 22.00 საათამდე. თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ არ დატოვოთ გაზის დანადგარები უყურადღებოდ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.