ekalata.gov.ge მომხმარებელს რეალური დანაზოგის გაკეთების საშუალებას აძლევს - ირაკლი ლექვინაძე
ekalata.gov.ge მომხმარებელს რეალური დანაზოგის გაკეთების საშუალებას აძლევს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.
„თქვენ იცით, რომ სამთავრობო და საპარლამენტო კომისიის ფარგლებში მარკეტების ქსელებმა დაიწყეს საუკეთესო შეთავაზებების ორგანიზება და შემდგომ ყველაფერი გადმოვიდა ონლაინ სივრცეში. ყველა მარკეტს გააჩნია საკუთარი ონლაინ კაბინეტი და ამ ონლაინ კაბინეტის საშუალებით ისინი აკეთებენ კვირაში, ზოგჯერ რამდენჯერმე, ზოგჯერ ერთხელ ან ორჯერ, საკუთარი საუკეთესო შეთავაზებების ატვირთვას და ეს ძალიან კარგი მექანიზმია.
ისინი უყურებენ კონკურენტის ფასებს და ცდილობენ, ჰქონდეთ სხვებზე უკეთესი შეთავაზება. ეს საიტი ძალიან კარგი მაგალითია, ვირტუალურ სივრცეში შევხედოთ, როგორია კონკურენცია ქსელებს შორის და ეს, რომ მაღალია, ამას აჩვენებს ის, რომ ძალიან ხშირად იცვლება კალათის ლიდერები.
როცა პორტალი ჩავუშვით, 13 სასურსათო პროდუქტის ჯამური ღირებულება იყო 43 ლარი, დღეს 36 ლარია. ანუ იყო 35, იყო 38, იყო 40 - ეს დინამიკა სულ ცვალებადია.
მე ვფიქრობ, ძალიან პრაქტიკულია, ამიტომ მინდა, რომ ყველა მომხმარებელს ვურჩიო, ekalata.gov.ge გახადოს მის ყოველდღიურ მოხმარების რესურსად, იმიტომ, რომ ეს რეალურად იძლევა მათთვის რეალური დანაზოგის გაკეთების საშუალებას“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
სხვა სიახლეები
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში ბოლო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
05.10.2026.10:59
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოებს ასრულებს და განახლებული ქსელების ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში განახლდა 3.6 კმ სიგრძის წყალსადენისა და 1.3 კმ სიგრძის წყალარინების ქსელი, დამონტაჟდა 71 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 9 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 12.5 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ბოლო გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 6 ოქტომბერს, 11:00 საათზე დაიწყებენ და პარალელურად რამდენიმე მონაკვეთზე იმუშავებენ.
ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 6 ოქტომბერს დილის 11:00 საათიდან, 7 ოქტომბრის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში: რუსთაველის გამზირს, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ვაჩნაძის, გრ. აბაშიძის, ლაღიძის, ზანდუკელის, გაბაშვილის, ძმები კაკაბაძეების, მიხეილ ჯავახიშვილის, ზუბალაშვილების, გრიბოედოვის, ბესიკის, ჟორდანიას, ზალდასტანიშვილის, სარაჯიშვილის, ალ. ჭავჭავაძის, შევჩენკოს, რეზო ჩხეიძის, ჭანტურიას, ბროსეს, 8 მარტის, ბორბალოს, მთაწმინდის, კოტეტიშვილის, თხინვალის,ვეძინის, ხოშტარია, ლეო ქიაჩელის, ახვლედიანის, მიმინოშვილის, ბარნოვის, ჯანაშიას, თარხნიშვილის, გუდაურის, ტატიშვილი, აპოლონ ქუთათელაძის, ზაქარია ჭიჭინაძის, ჯუღელისა და მიმდებარე ქუჩებს; მერაბ კოსტავას I შესახვევს, თაბუკაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, რიწის, არსენას, კოსტავას, შანიძისა და პუშკინის ქუჩების ნაწილს
კრწანისის რაიონში: აბჟანდაძის, დიდი ხეივნის, I ხეივნის, II ხეივნის, III ხეივნის, ახალი ხეივნის, საბატონოს, ცოლიკაურის, წითლანაძის, გულუას, გულიას, ერეკლე II-ის ქუჩას და მოედანს, ვერცხლის, ნაკაშიძის, შარდენის, ბამბის რიგს, რკინის რიგს, ცინცაძის, ოქრომჭედლების, სიონის, იეთიმ გურჯის, ანტონ კათალიკოსის, ყავლაშვილის, ილია და ნინო ნაკაშიძეების, ნიშნიანიძის, ჩახრუხაძის და დიუმას ქუჩებს. ორბელიანის, მტკვრის, ათონელის, სულხანიშვილის, გოგჩის, ვეკუას და მიმდებარე ქუჩებს; ბარათაშვილის, გორგასლისა და კოტე აფხაზის ქუჩების ნაწილს; კრწანისის ქუჩას შესახვევებითა და ჩიხებით
ჩუღურეთის რაიონში: უშანგი ჩხეიძის და მარჯანიშვილის N1-13 (კენტ ნომრებს), N2-22 (ლუწ ნომრებს).
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge.