მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169
-0.0041
flag
AZN 1.529
-0.0003
flag
CNY 38.822
-0.0012
flag
EUR 2.9074
0.0008
flag
GBP 3.4415
0.002
flag
KZT 57.93
0.0016
flag
TRY 0.0526
-0.0001
flag
USD 2.5989
-0.0005
news banner

ეკატერინე მიქაბაძემ სსფ-ის და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში კავკასიისა და ცენტრალური აზიის მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გამართულ კავკასიისა და ცენტრალური აზიის (CCA) მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა რეგიონის ეკონომიკებზე გლობალური მოვლენების გავლენა, მათთან დაკავშირებული გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გეოპოლიტიკური დაძაბულობის, ენერგეტიკულ ბაზრებსა და საჰაერო ტრანსპორტის სექტორში არსებული შეფერხებების გავლენას ინფლაციაზე, ეკონომიკურ აქტივობასა და საგარეო სექტორზე.

ეკატერინე მიქაბაძემ საქართველოს გამოცდილებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გლობალური შოკების გავლენა ქვეყანაში ძირითადად ინფლაციის არხით გამოიკვეთა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის მთავარ ამოცანად ინფლაციური მოლოდინების სტაბილურ დონეზე შენარჩუნება და იმის შეფასება რჩება, რამდენად შეიძლება პირველადი ეფექტები საბაზო და მომსახურების ინფლაციაზე აისახოს.

„აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს და ყურადღებით აკვირდება გლობალური შოკების გავლენას ინფლაციურ პროცესებზე. ამასთან, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გადაწყვეტილებები ინფლაციის დინამიკისა და ინფლაციურ მოლოდინებზე შესაძლო გავლენის შეფასების საფუძველზე მიიღება“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

საქართველოს საგარეო პოზიციის გაძლიერებაზე საუბრისას, ყურადღება გამახვილდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებასა და საერთაშორისო რეზერვების ზრდაზე. ეკატერინე მიქაბაძემ გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ 2026 წლის სექტემბერში საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ დონეს - დაახლოებით 8.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ქვეყნის საგარეო ბუფერებს აძლიერებს და საგარეო შოკების მიმართ მოწყვლადობას ამცირებს.

სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში განხორციელებულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა, საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებამ და ექსპორტზე ორიენტირებული, მაღალი პროდუქტიულობის სექტორების განვითარებამ ეკონომიკის მდგრადობა გააძლიერა. ამასთან, მომსახურების ექსპორტის დივერსიფიკაცია სექტორებისა და გეოგრაფიული ბაზრების მიხედვით გლობალური შოკების გავლენის შერბილებას უწყობს ხელს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში კავკასიისა და ცენტრალური აზიის მრგვალი მაგიდის ფარგლებში განხილულმა საკითხებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა ეკონომიკის დივერსიფიკაციის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და ძლიერი საგარეო ბუფერების მნიშვნელობა გლობალური გაურკვევლობის პირობებში“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის მეუღლემ ეკატერინა ხვედელიძემ, ბერა ივანიშვილის მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ და შვილებმა - ბერუკა და დადუ ივანიშვილებმა კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი მთაწმინდის ტყეში გაუშვეს

14.10.2026.20:27

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ განაგრძობს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური ფრინველების მოშენება და მათი ველურ ბუნებაში პოპულაცია. 

ფონდის დაფინანსებით, საჩხერეში ფუნქციონირებს უნიკალური საშენი მეურნეობა, სადაც გადაშენების პირას მყოფ ველურ ფრინველებს - კოლხურ ხოხობს, გნოლსა და კაკაბს ველურ ბუნებაში გასაშვებად ზრდიან და ამზადებენ. 

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი მთაწმინდის ტყეში გაუშვეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის მეუღლემ ეკატერინა ხვედელიძემ, ბერა ივანიშვილის მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ და შვილებმა - ბერუკა და დადუ ივანიშვილებმა. 

ინიციატივის მიზანია უნიკალური ჯიშის ფრინველების ბუნებრივ გარემოში დაბრუნება, გამრავლების ხელშეწყობა, მთაწმინდის ტერიტორიაზე პოპულაციის ეტაპობრივი აღდგენა და გავრცელება. კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი აღნიშნულ ტყეში გადაშენების პირასაა, მათი ხელახალი გაშვება კი ბუნებრივი ეკოსისტემის აღდგენისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა