მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პირველი მოადგილის რომეო მიქაუტაძის განცხადება

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძის გარკვეული მედიასაშუალების მიერ მის ქონებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს პასუხობს და განმარტავს, რომ ის და მისი ოჯახი საკმაოდ მსხვილ ბიზნეს ფლობდა, რომელიც მოგვიანებით გაყიდეს და 2 მლნ ლარის ფულადი ქონება მიიღეს.

„ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათი მიიღო ზოგიერთი „მედიასაშუალების" მხრიდან აბსურდულმა ბრალდებებმა და ცილისწამებამ ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ.

დისკრედიტაციის ამ უსახურ მცდელობებზე რეაგირებისთვის დროს არც დავკარგავდი, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ, ამ ე.წ. „მედიისგან" განსხვავებით, მაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, აუცილებლობად მივიჩნიე, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ჩემი ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ:

მე და ჩემს ოჯახს წლების განმავლობაში გვქონდა მსხვილი ბიზნესი და საკმაოდ მაღალი შემოსავალი. მოგვიანებით ეს ბიზნესი გავყიდეთ, საიდანაც მივიღეთ დაახლოებით 2 მლნ ლარის ფულადი ქონება. ბიზნესის გარდა, მე ასევე ვსაქმიანობდი არასაჯარო სექტორშიც, საიდანაც ხელფასის სახით მქონდა დამატებითი შემოსავალი და დანაზოგების გაკეთების შესაძლებლობაც. ეს არის 2005-2017 წლების პერიოდი, როდესაც, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მქონდა სოლიდური შემოსავალი კერძო ბიზნესიდან და ასევე არასაჯარო სექტორში საქმიანობიდან.  კიდევ უფრო დეტალურად რომ განვმარტო ჩემი ქონების წარმომავლობა, აღვნიშნავ, რომ ჩემმა ოჯახმა გაყიდა 5 ბინა (ჯამურად 282 კვ.მ.) თბილისში და 2 ბინა (ჯამურად 64 კვ.მ.) ბათუმში, აგრეთვე აგარაკი წეროვანში (1200 კვ.მ.), რომლის სანაცვლოდ შევიძინეთ 1 ბინა თბილისში (180 კვ.მ.), 2316 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წყნეთში, 830 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დედოფლისწყაროში და 410 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ოზურგეთში.

რაც შეეხება კომპანიებს, ჩემი მეუღლე 50 - პროცენტიან წილს ფლობს კომპანიაში „ვიუ ფოინთი". მან საბანკო კრედიტით შეიძინა მიწა წავკისში - თანხის ოდენობაა 2,2 მლნ აშშ დოლარი. იგი ასევე ფლობს 50 - პროცენტიან წილს თბილისში მდებარე სასტუმრო „ბეთლემში". ეს ქონებაც საბანკო კრედიტითაა ნაყიდი - მისი ოდენობა 915,000 ევროა.

სამწუხაროდ, ე.წ. „მედიასაშუალებებმა" წარმოაჩინეს ისე, თითქოს საჯარო სექტორში დასაქმებისას მივიღე დაუსაბუთებელი შემოსავალი, რაც ასე არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ 2017 წლამდე საჯარო სექტორში არ ვმუშაობდი, არ მქონდა ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება, ხოლო მას შემდეგ, რაც დავიკავე პირველი მაღალი თანამდებობა საჯარო სექტორში, ჩემი და ჩემი ოჯახის ნებისმიერი ქონება თუ შემოსავალი ასახულია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში.

კიდევ ერთი ცრუ ბრალდება ჩემს წინააღმდეგ ეხებოდა მიწის ნაკვეთს, რომელიც საჯარო აუქციონის წესით გვქონდა იჯარით აღებული. 2018 წელს მონაწილეობა მივიღეთ სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი" და გავაშენეთ მოცვის პლანტაციები. დღეის მდგომარეობით, მოცვი გააშენა, 1234 ბენეფიციარმა. 2022 წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის" სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში, აღნიშნული მიწის ნაკვეთი, 208 სხვა სახელმწიფო მოიჯარის  ნაკვეთის მსგავსად, შეაფასა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ, ნაკვეთის ღირებულება გადავიხადეთ და  გადმოგვეცა საკუთრებაში. ამდენად, ნათელია, რომ არც ამ შემთხვევაში მისარგებლია რაიმე პრივილეგიით და ვმოქმედებდი საქართველოს კანონმდებლობის ჩარჩოებში“, - აცხადებს რომეო მიქაუტაძე. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა