მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირებას 102 სტუდენტი და კურსდამთავრებული გადის, ისინი საკმაოდ დაინტერესებულები არიან სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებით - ვახტანგ ცინცაძე

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირებას 102 სტუდენტი და კურსდამთავრებული გადის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობაზე საუბრისას აღნიშნა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაანონსებული 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო.

„მომართვიანობა იყო საკმაოდ მაღალი და საკმაოდ დიდი კონკურსი იყო სტაჟირების პროგრამის ფარგლებში. პროგრამა არის ანაზღაურებადი და საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულებს, აიმაღლონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე შეიძინონ პრაქტიკული უნარები სამუშაო პროცესში", - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

მისივე თქმით, ახალგაზრდები სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებით საკმაოდ დაინტერესებულები არიან.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიესალმება სტაჟირების პროგრამას და პრემიერის ინიციატივას და ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი საჯარო სექტორში ახალგაზრდების შემოსვლას. მოხარულები ვართ, რომ ახალგაზრდები სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებით საკმაოდ დაინტერესებულები არიან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფო სამსახური არის პრესტიჟული და არის მოთხოვნადი ახალგაზრდებში და სტუდენტებში", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სხვა სახელმწიფო უწყებების მსგავსად სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა 1 ოქტომბრიდან დაიწყო და 2026 წლის 31 დეკემბერს დასრულდება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ინფრასტრუქტურის სამინისტროს 9 თვის ბიუჯეტის შესრულებამ გეგმას 106.7 მილიონი ლარით გადააჭარბა

05.10.2026.13:39

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2026 წლის 9 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებამ 106.1% შეადგინა - საკასო ხარჯმა 1 მილიარდ 859.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილ მაჩვენებელს 106.7 მილიონი ლარით აღემატება.

9 თვის გეგმით გათვალისწინებული იყო 1 მილიარდ 752.5 მილიონი ლარის ათვისება, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ 1 მილიარდ 859.2 მილიონ ლარი შეადგინა.

სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდა:

• საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ — 1 მილიარდ 186.5 მილიონი ლარი, რაც 9 თვის გეგმის 110%-ია;
• საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ — 415.4 მილიონი ლარი, რაც გეგმის 94%-ია;
• საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ — 250.2 მილიონი ლარი, რაც გეგმის 112%-ია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა