მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

ენერგეტიკა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და სამომავლოდაც ენერგეტიკის განვითარება დარჩება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად - ირაკლი კობახიძე

news image
mbc image

ის შედეგები, რაც ჩვენ გვაქვს ენერგეტიკის სფეროში თითოეული თქვენგანის დამსახურებაა და ამისათვის მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ, დღეს, ვმუშაობთ არამხოლოდ ამ შედეგების შენარჩუნებაზე, არამედ ჩვენი ენერგეტიკის სისტემისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე, რაც ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ საფუძველი ჩაეყარა ახალ ხედვას, რომლის მიხედვითაც განვითარდება ქვეყნის ენერგეტიკული სისტემა მომდევნო 10 წლის განმავლობაში.

„გილოცავთ პროფესიულ დღეს! დღეს, აღინიშნება ენერგეტიკოსის დღე ძალიან საინტერესო ადგილას - ეს არის ჰესი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა და ამოქმედდა 1927 წლიდან და რომელსაც აქვს საუკუნოვანი ისტორია. ეს იყო ერთ-ერთი პირველი მძლავრი ჰესი საქართველოს ისტორიაში და ამ დღიდან გარდამტეხი ცვლილებები შევიდა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში.

დღესაც, რა თქმა უნდა და დღეს კიდევ უფრო მეტად ენერგეტიკა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და სამომავლოდაც ენერგეტიკის განვითარება დარჩება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.

ის შედეგები, რაც ჩვენ გვაქვს ენერგეტიკის სფეროში თითოეული თქვენგანის, თითოეული ენერგეტიკოსის დამსახურებაა. თქვენი შრომის, პროფესიონალიზმის, თქვენი საინჟინრო მიღწევების დამსახურება და ამისათვის თითოეულ თქვენგანს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ.

დღეს, ვმუშაობთ არამხოლოდ ამ შედეგების შენარჩუნებაზე, არამედ ჩვენი ენერგეტიკის სისტემის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე, ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებაზე, ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.

გასული თვეების განმავლობაში, წელიწადზე მეტია, ხორციელდება უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით და ამ ცვლილებებმა უკვე მოიტანა კონკრეტული ხელშესახები შედეგები, თუმცა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება ეს ყველაფერი მომდევნო წლებში, როდესაც შეიქმნება ახალი ენერგეტიკული ობიექტები და თვისებრივად ძლიერდება ჩვენი ენერგეტიკული სისტემა. იცით, რომ განხორციელდა ოპტიმიზაცია მრავალი მიმართულებით და საფუძველი ჩაეყარა ახალ ხედვას, რომლის მიხედვითაც განვითარდება ჩვენი ენერგეტიკული სისტემა მომდევნო 10 წლის განმავლობაში,"- აღნიშნა პრემიერმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მზის პანელების შეძენისა და მონტაჟის მოტივით 40 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა

13.11.2026.16:35

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმ მოტივით, რომ შეიძენდა და დაამონტაჟებდა მზის პანელებს, დაზარალებულებს 40 000 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც მიისაკუთრა და ქვეყნის ფარგლები დატოვა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა