მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7166.7
-0.0011
flag
AZN 1.5327
0
flag
CNY 38.861
0.0047
flag
EUR 2.9552
-0.008
flag
GBP 3.4478
-0.0063
flag
KZT 59.32
0.0014
flag
TRY 0.0532
0
flag
USD 2.6051
-0.0004
news banner

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე „ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები“

news image
mbc image

სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი იწყებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე - „ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები“. ახალი კურსის ფარგლებში მსმენელებს საშუალება მიეცემათ სიღრმისეულად გაეცნონ ელექტროსადგურების მუშაობის პრაქტიკულ ასპექტებს.

ტრენინგ-მოდული მოიცავს ენერგოსისტემის სტრუქტურისა და ფუნქციონირების მიმოხილვას, სხვადასხვა ტიპის ელექტროსადგურების - ჰიდრო, თბო, ქარისა და მზის ოპერირების სპეციფიკას, ასევე ელექტრომექანიკურ, ქსელურ და დისპეტჩერიზაციის პროცესებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიებს, ავტომატიზაციასა და ენერგოობიექტების მართვის ციფრულ სისტემებს.

პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია ელექტროსადგურების ქსელში ინტეგრაციის საკითხები, ტექნიკური მოთხოვნები, ელექტროენერგიის აღრიცხვა და მონაცემთა მართვის თანამედროვე მიდგომები, ასევე შრომის უსაფრთხოების სტანდარტები.

სემეკის წარმომადგენლებთან ერთად ტრენინგებს ჩაატარებენ მოწვეული ლექტორები - ენერგეტიკის სექტორში წარმატებული პრაქტიკოსები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

კურსი განკუთვნილია ენერგეტიკის სფეროში დამწყები სპეციალისტებისთვის, ინჟინრებისთვის, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, ასევე ყველა იმ პირისთვის, ვინც დაინტერესებულია ელექტროსადგურების ოპერირების ტექნიკური მიმართულებით ცოდნის მიღებით ან გაღრმავებით.

სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 2026 წლის 17 აპრილის ჩათვლით. ტრენინგები დაიწყება 21 აპრილს და ჩატარდება კვირაში ორჯერ: სამშაბათს და ხუთშაბათს, 19:00 საათზე. პროგრამა მოიცავს 13 შეხვედრას (ჯამში 26 საათი).

ტრენინგები გაიმართება მისამართზე: ქ. თბილისში, ა. მიცკევიჩის ქუჩა N27ბ-ში. კურსის ღირებულება ერთ მონაწილეზე შეადგენს 800 ლარს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებ-გვერდს: https://bit.ly/4bkEMYI

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია თბილისში 19-20 ნოემბერს გაიმართება

30.09.2026.12:26

19-20 ნოემბერს, თბილისში, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი), დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდება.

ყოველწლიური კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის შემდგომი გაძლიერება, ამ სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება, საერთაშორისო და ადგილობრივი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.

კონფერენცია გააერთიანებს ადგილობრივ და 20-მდე ქვეყნის საერთაშორისო დელეგატებს, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროს ექსპერტებს, შესაბამისი უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ღონისძიების საპატიო მომხსენებელი იქნება ტერესა მორეირა - კონკურენციის საერთაშორისო ექსპერტი და გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი პანელური დისკუსიები დაეთმობა კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებს, მათ შორის: მომხმარებლის დაცვის გლობალურ ტრანსფორმაციასა და რეგულირების თანამედროვე მიდგომებს; კონკურენციასა და ხელმისაწვდომობას მოწყვლად ბაზრებზე - ფარმაცევტულ და სასურსათო სექტორებში; კონცენტრაციებისკონტროლს დინამიკურ ეკონომიკაში; მომხმარებელთა დაცვას ონლაინ ბაზრებზე; კონკურენციის სამართლისა და სექტორული რეგულირების ურთიერთქმედებას; გლობალური ეკონომიკური ტრანსფორმაციის პირობებში კონკურენციის, ვაჭრობისა და ინდუსტრიული პოლიტიკის ბალანსს.

კონფერენცია საქართველოში კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის 30 წელს მიეძღვნება. 1996 წელს მიღებულმა კანონმა საფუძველი ჩაუყარა ამ სფეროში სამართლებრივი დაცვის მექანიზმების განვითარებას და შეიქმნა პირველი ანტიმონოპოლიური სამსახური. საიუბილეო თარიღი კონფერენციას დამატებით მნიშვნელობას სძენს და ქმნის შესაძლებლობას, შეფასდეს განვლილი გზა და განისაზღვროს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შემდგომი გაძლიერების პრიორიტეტები.

2025 წელს ღონისძიებამ 350-ზე მეტ დელეგატს, 50-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო მომხსენებელსა და 18 ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებების 40-ზე მეტ წარმომადგენელს უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საჯარო ინსტიტუტების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

დეტალური ინფორმაცია კონფერენციის დღის წესრიგის განახლების, მომხსენებლებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე: www.ccc.gov.ge

ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა