ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
სემეკის მიერ დაფუძნებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე წელს ექვსი სასწავლო კურსი განხორციელდა. სასწავლო პროგრამებში მონაწილეობას იღებდნენ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებადი კომპანიების წარმომადგენლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლები, სემეკის თანამშრომლები, ასევე ენერგეტიკის სექტორით დაინტერესებული სხვა პირები.
ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში განხორციელდა შემდეგი სასწავლო კურსები:
ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეებს ჩაუტარდათ ტესტირება და გადაეცათ სერტიფიკატები. მონაწილეებმა სასწავლო კურსები დადებითად შეაფასეს. ტრენინგებმა ხელი შეუწყო პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას, ცოდნის გაზიარებასა და ერთიანი სამუშაო მიდგომების ჩამოყალიბებას, რაც შემდგომში დადებით გავლენას მოახდენს, როგორც ენერგეტიკის სექტორის, ასევე მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

სასწავლო ცენტრი განაგრძობს ახალი სატრენინგო პროგრამების შემუშავებას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში ცნობიერების ამაღლებისა და პროფესიული უნარების განვითარების ხელშესაწყობად.
სხვა სიახლეები
ქვეშეთი–კობის გზაზე 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
05.10.2026.14:29
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი–კობის ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს თაღოვანი ხიდის მშენებლობა, რომლის სიგრძე 400 მეტრზე მეტია, ხოლო სიმაღლე ხეობის ფსკერიდან - 166 მეტრი. ხიდის თაღის სიგრძე 300 მეტრია და ამ მასშტაბის თაღოვან ხიდს საქართველოში ანალოგი არ აქვს.
თაღოვანი ხიდი პროექტის ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობაა. თაღის ორი ნაწილის შეერთება ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება. თაღის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასზე ხიდის ბურჯები, შემდეგ კი მალის ნაშენი მოეწყობა.
ქვეშეთი–კობის პროექტი ითვალისწინებს 23 კილომეტრიანი, ორზოლიანი ასფალტბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას, ასევე ერთი არსებული ხიდის რეაბილიტაციას. ხუთი ახალი ხიდიდან ოთხზე სამუშაოები მიმდინარეობს, ერთის მშენებლობა კი დასრულებულია.
დასრულებულია 9 კილომეტრიანი ძირითადი და ამავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბების გაჭრა. ძირითად გვირაბში დასრულებულია სავენტილაციო ფილების დამზადება, ხოლო საევაკუაციო გვირაბში - რკინაბეტონით მოპირკეთება. ამ ეტაპზე ელექტრომექანიკური სისტემების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ასევე დასრულებულია 1,5 კილომეტრიანი და 500 მეტრიანი გვირაბების გაყვანა და რკინაბეტონით მოპირკეთება.
ახალი გზა კობის მიმართულებით გადაადგილების უსაფრთხოებასა და საიმედოობას გაზრდის და ზამთარში მოძრაობის შეზღუდვის პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს. ხადის ხეობის ათამდე სოფლის მოსახლეობისთვის გაუმჯობესდება მთელი წლის განმავლობაში გადაადგილებისა და საჭირო მომსახურებებზე წვდომის შესაძლებლობა.
პროექტის სახელმწიფო ბიუჯეტის, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება 1,2 მილიარდ ლარს შეადგენს.