ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევები საქართველოში და მათი დაძლევის სტრატეგიები
დავით ნარმანია - სემეკი, თავმჯდომარე
ნუგზარ ბერიძე - ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, დირექტორის მოადგილე
თემურ თორდინავა - ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, აპარატის უფროსი
„სტატია მომზადდა „შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ მიერ ორგანიზებული ფუნდამენტური კვლევების სამეცნიერო გრანტების სახელმწიფო კონკურსის ფარგლებში („კვლევა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოების შესახებ“, 2023-2026, გრანტი No-FR-23-8182)“
საქართველო, როგორც ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრი სახელმწიფო, უნიკალურ სიტუაციაში იმყოფება მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ვინაიდან არ აქვს საერთო სახმელეთო ან საზღვაო საზღვარი რომელიმე კონტრაქტორ მხარესთან ან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსთან. ინტეგრირებული ენერგეტიკული ბაზრისა და ქსელური სინქრონული/ასინქრონული კავშირების სარგებლის არქონის პირობებში ენერგოუსაფრთხოება ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ასევე ნათელია, რომ საქართველოს შესაძლებლობები შეზღუდულია გეოგრაფიული მდებარეობის და ეკონომიკური/ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით. ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგიების შემუშავება, პირველ რიგში, ეფუძნება შესაბამისი გამოწვევების იდენტიფიცირებას და აგრეთვე ენერგეტიკული გარდაქმნის ევროპული პოლიტიკის ინოვაციურ მიდგომებს, რომლებიც სრულად ასახავს საქართველოში ენერგეტიკის სექტორის განვითარების ინტერესებსა და მიმდინარე ტენდენციებს.
განახლებადი ელექტროენერგიის წყაროების საშუალებით ელექტროენერგიის წარმოება მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფეროს დაბინძურების რისკებს. ამასთან, იმ ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, რომლებიც არ ფლობენ ნახშირწყალბადოვან რესურსებს და ამ კუთხით დამოკიდებული არიან იმპორტზე, აღნიშნული ტექნოლოგიები ქმნის ახალ შესაძლებლობებს საკუთარი ელექტროენერგიის წარმოებისა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების მიმართულებით. განახლებადი ელექტროენერგიის წარმოების პროცესს ახასიათებს ძლიერი ცვალებადობა და ისეთ ფაქტორებზე დამოკიდებულება, როგორიცაა სეზონი, ამინდი, დღის მონაკვეთი და ა.შ. ვინაიდან მზისა და ქარის სადგურების უმეტესობა ელექტროენერგიის წარმოების პროცესში იყენებს გარდამქმნელებს (ინვერტორებს), ელექტროენერგეტიკული სისტემის ინერციის დონე მცირდება. განახლებადი ელექტროენერგიის წარმოების საშუალებებმა, რომლებიც ლოკალიზებულია ქსელის კონკრეტულ არეალში, შესაძლებელია გამოიწვიოს ძაბვის პრობლემები ქსელის ფუნქციონირების პროცესში.
აღნიშნული ქმნის ენერგოუსაფრთხოების ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სისტემის მდგრადობა, უბალანსობა, მიწოდების უწყვეტობა და ხარისხი, დანაკარგების ზრდა და სხვა ტექნიკური ხასიათის პრობლემები როგორც ენერგოსისტემის, ისე მომხმარებლების ელექტროდანადგარებში.
განახლებადი ელექტროენერგიის წყაროებით ელექტროენერგიის წარმოების პროცესში წარმოქმნილი უბალანსობის აღმოფხვრის მიზნით სისტემაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეები, მარეგულირებელი ჰესები და ჰიდრომააკუმულირებელი სადგურები. ზემოხსენებულთაგან ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეები ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა უბალანსობის შემცირების პროცესში, რადგან აღნიშნული, განსხვავებით მარეგულირებელი ჰესებისგან, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც ლოკალურად ელექტროენერგიის მწარმოებლების, ისე მასშტაბურად სისტემის ოპერატორის მიერ. ძაბვის პრობლემების წარმოქმნისა და ელექტროგადამცემი ხაზების გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია ცვლადი განახლებადი ელექტროენერგიის წყაროების ქსელზე მიერთება განხორციელდეს წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, სისტემის შესაძლებლობების ანალიზის შემდეგ.
განახლებადი ელექტროენერგიის მწარმოებლების მიერ სისტემის ინერციისა და საბოლოოდ ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის შემცირების პრევენციის მიზნით მიზანშეწონილია ქსელში გამოყენებული იყოს ისეთი ტიპის ინვერტორები, რომლებსაც შეუძლიათ ქსელის კვანძებში ძაბვის კონტროლი, სისტემის სიხშირის ცვლილებაზე რეაგირება და სისტემაში ტრადიციული წყაროების (ჰიდრო და თბო) მსგავსი ინერციის შექმნა. ჰარმონიკების ქსელში მოხვედრისა და სინუსოიდის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით მიზანშეწონილია ქსელზე მიერთებულ განახლებადი ელექტროენერგიის წყაროებს გააჩნდეთ ფილტრები, რომელთა საშუალებითაც განხორციელდება 50/60 ჰც-დან განსხვავებული სიხშირის მქონე ჰარმონიკების გაფილტვრა.
2. ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა
რეგიონული თანამშრომლობა და ენერგომატარებლებით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ეკონომიკური სარგებლის მიღების მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მეტიც, იგი რეგიონული და გლობალური პოლიტიკური სტაბილურობის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი მისი იმპორტზე დამოკიდებულება და არაშენახვადი ენერგორესურსების სიჭარბის ეფექტური ექსპორტია. საქართველოს შემთხვევაში პრობლემატურია ჰიდრორესურსების დაღვრა, რაც ენერგოსისტემაში არც თუ იშვიათი მოვლენაა და საჭიროებს კომპლექსური ტექნიკური, ეკონომიკური და ორგანიზაციული ღონისძიებების გატარებას, მათ შორის:
- მცირე სეზონური ჰიდროელექტროსადგურებისათვის გამომუშავების ეფექტური რეალიზაციის მექანიზმების შეთავაზებას (აგრეგირება და მარკეტინგული კვლევა);
- ჰიდრორესურსების მოკლე და საშუალოვადიანი პროგნოზების სისტემების განვითარებას (გამომუშავების დაგეგმვა);
- მეზობელ ქვეყნებთან ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის კონტრაქტების (ინტერკონექციის და ვაჭრობის) დადებას და ბაზრების ინტეგრაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას.
ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობაა, რაც მოიცავს მაღალი და ზემაღალი ძაბვის გადამცემ ქსელს, მაღალი წნევის მილსადენებისა და ენერგომატარებლების ტრანსპორტირებისა და გაცვლის სხვა საშუალებებს.
ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურის ერთობლივი განვითარება არის რეგიონული პოლიტიკური სტაბილურობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, გასაკუთრებით საქართველოს ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურისათვის, რადგან საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერებისა და მის რეგიონულ ენერგეტიკულ ჰაბად ქცევისაკენ, რასაც ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის არსებული მდგომარეობა და განვითარების გეგმები. გარდა ინფრასტრუქტურის განვითარებისა, აღსანიშნავია, რომ ენერგოუსაფრთხოების გასაზრდელად აუცილებელია მეზობელ ქვეყნებთან მოქნილი ხელშეკრულებების არსებობა. საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან გააჩნია სინქრონული ოპერირებისა და ავარიული დახმარების ხელშეკრულებები, რომლებიც უზრუნველყოფს დადგენილი წესებითა და პროცედურებით ურთიერთდახმარებას. აუცილებელია ამ მიმართულებით სამუშაო პროცესის გაღრმავება, რაც გაზრდის რეგიონალურ უსაფრთხოებას. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ტრანზიტის განხორციელების უმთავრესი მამოძრავებელია ეკონომიკური სარგებელი როგორც ტრანზიტის მხარეებს შორის, ასევე იმ ქვეყნების მხრიდანაც, რომლებიც სარგებელს იღებენ ტრანზიტის ინფრასტრუქტურის გამოყენების საფასურიდან.
3. ბაზრის ლიბერალიზაცია
XXI საუკუნის ახალ რეალობებში, როდესაც გადამწყვეტი როლი უჭირავს გლობალურ ენერგეტიკულ კონკურენციას, განახლებადი წყაროების სწრაფ განვითარებას, ტექნოლოგიური ცვლილებების მაღალ ტემპს და გეოპოლიტიკურ დაძაბულობას, ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის საკითხმა თითქმის ყველა სახელმწიფოს დღის წესრიგში წამოიწია.
ლიბერალიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი დადებითი შედეგია ენერგიის წყაროების დამომწოდებლების დივერსიფიკაცია. კონკურენტულ ბაზარზე, სადაც რამდენიმე კომპანია აწვდისმომსახურებას, მომხმარებელი აღარ არის დამოკიდებული მხოლოდ ერთ მომწოდებელზე. ესგანსაკუთრებული მნიშვნელობისაა იმ სახელმწიფოებისთვის, რომელთა ენერგომატარებლებისმიწოდება დამოკიდებულია გარე ქვეყნებზე. დივერსიფიკაცია ამცირებს როგორც პოლიტიკურიზეწოლის, ისე მიწოდების შეწყვეტის რისკს.
ლიბერალიზებული ბაზრების ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა ფასებისარასტაბილურობა. თუ სახელმწიფო ტარიფების სტაბილურობას აღარ უზრუნველყოფს, ფასიშეიძლება გლობალური მოვლენების გავლენით მნიშვნე-ლოვნად გაიზარდოს, რაც განსაკუთრებულიტვირთია როგორც დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის, ასევე მცირე ბიზნესისა და ზოგადად შეზღუდული ენერგორესურსების მქონე ქვეყნებისთვის.
საბოლოო ჯამში, ლიბერალიზაციის პროცესში ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით საუკეთესო შედეგი მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიბერალიზაცია განხორციელდებამკვეთრი სახელმწიფო პოლიტიკის, ძლიერი რეგულაციების, სოციალური დაცვის, ტექნოლოგიურიინოვაციებისა და გრძელვადიანი უსაფრთხოების სტრატეგიებთან ერთად.
4. ენერგოობიექტების ტექნიკური უსაფრთხოება და სახელმწიფო ზედამხედველობა.
ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ობიექტების, რომლებიც გამოიყენება ენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილების მიზნით, მდგრადობა ბუნებრივი კატასტროფების, გეოპოლიტიკური მოვლენებისა და ტექნიკური ხასიათის შეფერხებებისადმი და მათი უსაფრთხო ექსპლუატაცია არის ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი.
საქართველო განახლებადი რესურსებით მდიდარი ქვეყანაა. განსაკუთრებული ადგილი ქვეყნის ენერგორესურსებს შორის ეკუთვნის ჰიდრორესურსებს, რომლებიც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს, სასიცოცხლოდ აუცილებელ როლს თამაშობს, მათ შორის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის კუთხით. ამავდროულად, ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობასა და მათ შემდგომ ექსპლუატაციასთან დაკავშირებულია გარკვეული საფრთხეები, განსაკუთრებით რთულ რელიეფურ პირობებში (ქვეყნის ტერიტორიის 70% მთაგორიან ტერიტორიებზე მოდის).
საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ჰიდრორესურსების მხოლოდ 20% არის ათვისებული, მრავლადაა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტები (17-კაშხლიანი წყალსაცავი). საქართველოს „ძველი“ ჰიდროსადგურების საშუალო ასაკი, რომელთა დადგმული სიმძლავრე ჯამურის 80-85%-ს შეადგენს, 60 წელს აჭარბებს. ასეთი დიდი ასაკის გამო ისინი უახლოვდებიან თავიანთ კრიტიკულ საპროექტო საექსპლუატაციო ვადას. გლობალური სტატისტიკით, სწორედ ამ პერიოდში გვხდება მრავალი ინციდენტი, რაც აშკარად მიუთითითებს საიმედოობისა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუარესებაზე.
ენერგეტიკული ობიექტების უსაფრთხოება ქვეყნისათვის, რომლის ენერგორესურსების დაახლოებით 80% ჰიდრორესურსებზე მოდის და რომელიც, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, წარმოადგენს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ ენერგორესურსების გადაადგილების მთავარ კორიდორს, არა მარტო ენერგეტიკული პოლიტიკისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის საკვანძო საკითხია.
ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო წარმოადგენს ე.წ. „მაკონტროლებელ ორგანოს“ და დადგენილი წესით უნდა ახორციელებდეს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას. ასევე სააგენტოს უფლებამოსილებაა აღნიშნული ობიექტების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმენტური კონტროლი, განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების ოქმებისა და ინსპექტირების ორგანოების ანგარიშების ანალიზის საფუძველზე. მიმდინარე მომენტისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მექანიზმი ჯერ კიდევ არ მუშაობს ეფექტურად და ამ კუთხით ენერგოობიექტების უსაფრთხო ექსპლუატაცია არ არის უზრუნველყოფილი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გადაუდებელი ამოცანაა ქვეყანაში არსებული მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის არსებული მდგომარეობის დეტალური შესწავლა, ღონისძიებების განსაზღვრა, კანონმდებლობისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ჰიდროტექნიკური ნაგებობების კონტროლის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
ბიბლიოგრაფია
სხვა სიახლეები
დავით სონღულაშვილმა რომში სურსათის მსოფლიო ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
13.10.2026.11:16
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათავო ოფისში გამართულ სურსათის მსოფლიო ფორუმის გახსნაში (World Food Forum 2026) მიიღო მონაწილეობა.
2026 წლის სურსათის მსოფლიო ფორუმის მთავარი თემაა „ინოვაცია დღეს - ჯანსაღი და მდგრადი კვება ხვალ“, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას: ახალგაზრდების გლობალურ ჩართულობას, მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარებას და აგროსასურსათო სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობას აერთიანებს.
ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მეცნიერებისა და ინოვაციების, თანამედროვე ტექნოლოგიების, ინვესტიციების, ახალგაზრდების ჩართულობასა და საერთაშორისო თანამშრომლობის როლს აგროსასურსათო სისტემების განვითარებაში.
დავით სონღულაშვილი ფორუმის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებსა და დისკუსიებში იღებს მონაწილეობას.
საერთაშორისო ფორუმზე საქართველო ასევე წარმოდგენილი იქნება ღონისძიებით „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“, რომელიც ქართული ხორბლის უნიკალური კულტურის, აგრობიომრავალფეროვნების წარმოჩენას და საერთაშორისო პოპულარიზაციას ემსახურება.
ღონისძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ქართული ხორბლის მრავალფეროვნებაზე, მის კულტურულ და სასურსათო მნიშვნელობაზე, ასევე ტრადიციული ცოდნისა და გენეტიკური რესურსების შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
სურსათის მსოფლიო ფორუმი 2021 წელს, FAO-ს პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, გლობალურ პლატფორმად შეიქმნა და მისი მიზანია აგროსასურსათო სისტემების ტრანსფორმაციის ხელშეწყობა, მდგრადი, მედეგი და ინკლუზიური სასურსათო სისტემების განვითარება და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ფორუმი ყოველწლიურად აერთიანებს პოლიტიკის შემმუშავებლებს, მეცნიერებს, ახალგაზრდებს, ფერმერებს, ინოვატორებს, ინვესტორებს, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.