„ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, ტესტირებისას სისტემა სრულად გაითიშა, მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი - სემეკის წევრი გიორგი ფანგანი
დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზეაწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, ტესტირების მიმდინარეობისას საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა სრულად გაითიშა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, - წერს სოციალურ ქსელში სემეკის წევრი გიორგი ფანგანი.
მისი თქმით, დადგინდება ავარიის ზუსტი მიზეზები, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევების განმეორება.
„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება.
ტესტირების ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გათვალისწინებული იყო საქართველოს ელექტროენერგეტიკულისისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობაც. აღნიშნული რეჟიმი დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან ტექნიკურ რისკებთან, მათ შორის ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვის შესაძლებლობასთან.
როგორც უკვე ცნობილია, ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები და შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევების განმეორება“, - წერს გიორგი ფანგანი.
სხვა სიახლეები
12:00 საათის მონაცემებით 2000-ზე მეტ მოქალაქეს ჰქონდა განაცხადი ჩაბარებული - ვახტანგ ჟვანიას დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამაზე
19.10.2026.14:50
127-ვე ფილიალი და ოცივე მობილური იუსტიციის სახლი აქტიურად იღებს განაცხადებს, - განაცხადა იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ამოქმედების შესახებ საუბრისას.
„12:00 საათის მონაცემებით 2000-ზე მეტ მოქალაქეს ჰქონდა განაცხადი ჩაბარებული, რაც ხაზს უსვამს მოქალაქეების მობილიზებას. ბუნებრივია, იუსტიციის სახლიც მაქსიმალურად მობილიზებული შეხვდა ამ პროცესს“, - აღნიშნა მან.
დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.