მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.6
0.0007
flag
AZN 1.5345
-0.0005
flag
CNY 38.866
-0.0024
flag
EUR 3.0097
-0.0015
flag
GBP 3.5155
-0.0034
flag
KZT 58.27
0.0008
flag
TRY 0.0536
-0.0001
flag
USD 2.6085
-0.0006
news banner

ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირებს ფაქტორინგული პლატფორმების საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების პროცესში ჩართულობას სთავაზობს

news image
mbc image

საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წელს ფაქტორინგის შესახებ კანონი დაამტკიცა, რომელიც ქვეყანაში ალტერნატიული ფინანსური ინსტრუმენტის განვითარებასა და ბიზნეს სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას შეუწყობს ხელს. კანონი 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

ფაქტორინგი ისეთი გარიგებაა, რომლის დროსაც ძირითადი ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დებიტორული დავალიანების უფლება შესაბამის ფაქტორს გადაეცემა. ეს გარიგება რეგისტრირდება ფაქტორინგის შესაბამის რეესტრში და რეგისტრაციის შედეგად აღნიშნულ მოთხოვნაზე საკუთრების უფლება სწორედ ფაქტორზე გადადის. 

კანონის თანახმად, ფაქტორინგის მხარეს წარმოადგენენ სებ-ის რეგულირებული სუბიექტები - კომერციული ბანკები, მიკრობანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ფაქტორინგული კომპანიები. რაც შეეხება ფაქტორინგულ გარიგებებს, მათი შესრულება უნდა განხორციელდეს ასევე სებ-ის ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრირებული ფაქტორინგული პლატფორმის მიერ. 

ფაქტორინგული პლატფორმა შესაძლოა იყოს შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურის მქონე სუბიექტი, რომლის ძირითადი საქმიანობა იქნება ფაქტორინგული გარიგებების საბირჟო მომსახურებით უზრუნველყოფა. მათ შორის, ფაქტორინგის მხარეთა შორის შეთანხმებების ელექტრონულად შესრულება. პლატფორმის მიზანია ფაქტორინგის ბაზრის მონაწილეებს შორის ციფრული ურთიერთქმედების ხელშეწყობა, დებიტორული დავალიანების დაფინანსების პროცესის გამარტივება და ინოვაციური პროდუქტების განვითარების მხარდაჭერა.

ეროვნული ბანკისთვის, საზედამხედველო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისა და შესაბამისი სარეგულაციო ჩარჩოს შემუშავების მიზნით, მნიშვნელოვანია ფაქტორინგით დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, ინვესტორების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სებ-ის მიერ რეგულირებული სუბიექტების მოსაზრებებისა და ხედვების გაზიარება ფაქტორინგული პლატფორმის საზედამხედველო ჩარჩოს შემდგომი სრულყოფისთვის.

აღნიშნული ხელს შეუწყობს ბაზრის საჭიროებების უკეთ იდენტიფიცირებას, სექტორის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას, ასევე უფრო გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს ჩამოყალიბებას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები ფაქტორინგის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებით. აღნიშნული მნიშვნელოვანია პოტენციური მონაწილე მხარეების, ტექნოლოგიური პროვაიდერებისა და ფინანსური ორგანიზაციების ინტერესის, შესაძლებლობებისა და სექტორში შესაძლო ჩართულობის შეფასებისთვის და შედეგად, ეფექტური ეკოსისტემის ჩამოყალიბებისთვის. 

მოსაზრებების დაფიქსირება შესაძლებელია 2026 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ ელ.ფოსტაზე - InnovationOffice@nbg.gov.ge

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია სოფელ ცაიშის ტერიტორიაზე „ქუთაისი - სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის 600-მეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

16.09.2026.10:56

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცაიშის ტერიტორიაზე „ქუთაისი–სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის 600-მეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

კორპორაციის დირექტორი ტექნიკურ საკითხებში, შალვა კიკნაველიძე ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაო პროცესებს, დეტალური ინფორმაცია მიიღო პროექტის მსვლელობის, უსაფრთხოების სტანდარტებისა და დასრულების ვადების შესახებ.

პროექტის ფარგლებში, მაგისტრალური გაზსადენის კოროზირებული და ამორტიზებული მონაკვეთი სრულად ჩანაცვლდება ახალი, 500 მმ დიამეტრის მილებით.

აღნიშნული გაზსადენი გადამწყვეტ როლს ასრულებს სამეგრელოს რეგიონის ბუნებრივი აირით მომარაგებაში. შესაბამისად, მისი გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა