მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7158.7
0.0047
flag
AZN 1.5369
-0.0002
flag
CNY 38.864
-0.0002
flag
EUR 3.0585
0.001
flag
GBP 3.5684
0.0024
flag
KZT 56.79
-0.0052
flag
TRY 0.0544
-0.0001
flag
USD 2.6125
-0.0005
news banner

ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმმა ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ტექნოლოგიური ბანაკის მონაწილეებს უმასპინძლა

news image
mbc image

საგანმანათლებლო შეხვედრის ფარგლებში ეროვნული ბანკის ყვარლის ფულის მუზეუმმა ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ტექნოლოგიური ბანაკის მეხუთე ნაკადის მონაწილეებს უმასპინძლა.

აღნიშნული პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით განხორციელდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებში ფინანსური და ეკონომიკური ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა. ამ მიმართულებით, სებ-ი ახალგაზრდებს სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობასა და ინიციატივას სთავაზობს. ვიზიტის ფარგლებში, ახალგაზრდებს სპეციალური ტური ფულის მუზეუმის კურატორმა, როლანდ სპანდერაშვილმა ჩაუტარა. მან მონაწილეებს მუზეუმის ისტორია, უნიკალური ექსპონატები და ქართული ფულის მიმოქცევის მნიშვნელოვანი ეტაპები გააცნო.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ერთადერთია საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს ფულის როგორც სახელმწიფოებრიობის აუცილებელი ატრიბუტის და ხელოვნების ნიმუშის პოპულარიზაციას, ასევე წარმოაჩენს მისი განვითარების დონეს საქართველოს ისტორიაში.

ამასთან, შეხვედრის ფარგლებში გაიმართა მოკლემეტრაჟიანი სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური ფილმის - „ქართული ფულის თავგადასავალი - 30 ამბავი" ჩვენება. აღნიშნული მედიაპროექტი საქართველოს ეროვნული ბანკისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით შეიქმნა და ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღებიდან 30 წლის იუბილესა და ქართული ფულის 26 საუკუნოვან ისტორიას მიეძღვნა.

ღონისძიების დასასრულს ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს ეროვნული ბანკის ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას დავით ვარდიაშვილი უხელმძღვანელებს

24.08.2026.11:40

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, დავით ვარდიაშვილი წარუდგინა.

მინისტრმა ახალ გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილ ხელმძღვანელს ვანო ზარდიაშვილს კი გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ვანო ზარდიაშვილმა, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

დავით ვარდიაშვილს აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურსა და სახელმწიფო მმართველობის სფეროში. იგი სხვადასხვა პერიოდში იკავებდა „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" გენერალური დირექტორის პოზიციას, იყო „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" დირექტორი ფინანსურ საკითხებში, მუშაობდა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს წევრის/დირექტორის თანამდებობებზე. 2022-2025 წლებში იყო სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილე სამცხე-ჯავახეთის მხარეში. 2016-2017 წლებში კი გახლდათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ასევე 14 წლის განმავლობაში იგი მუშაობდა შემოსავლების სამსახურის სტრუქტურებში. დავით ვარდიაშვილს მინიჭებული აქვს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი, არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, ასევე სამეცნიერო მონოგრაფიისა და არაერთი ტექნიკურ-სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა