მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეროვნული ბანკის გაფრთხილება მომხმარებელს

news image
mbc image

სხვადასხვა სახის ფინანსურ აქტივებსა თუ ინსტრუმენტებში ინვესტირებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება გაამახვილონ და გადაამოწმონ, აქვთ თუ არა შესაბამისი ლიცენზია იმ შუამავალ პირებს, რომლებიც აღნიშნულ პროდუქტებში ინვესტირებასა და მასში ჩართულობას სთავაზობენ.

როგორც წესი, ფინანსურ პროდუქტებში ინვესტირებასთან დაკავშირებული საშუამავლო საქმიანობა მოითხოვს შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემულ საქმიანობის ლიცენზიას. აღნიშნული ნებართვის გარეშე პირის საშუამავლო საქმიანობა შეიძლება წარმოადგენდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის დანაშაულს, კერძოდ, უკანონო სამეწარმეო საქმიანობას.

აღსანიშნავია, რომ ფინანსურ პროდუქტებს განეკუთვნება არა მხოლოდ ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტები, როგორებიცაა აქციები, ობლიგაციები და სხვა, მათ შორის, ტოკენიზებული ფორმით არსებული ფასიანი ქაღალდები, არამედ უფრო კომპლექსური ინსტრუმენტებიც ფინანსური დერივატივების სახით, როგორიცაა ფინანსური კონტრაქტები ფასთა შორის სხვაობაზე (CFD) და ბინარული ოფციონები.

ფინანსური კონტრაქტი ფასთა შორის სხვაობაზე (CFD) წარმოადგენს ისეთ კონტრაქტს, რომლის საფუძველზე ინვესტორი თანხმდება სამომავლოდ მიიღოს ან გადაიხადოს შესაბამისი საბაზისო აქტივის ან საბაზისო მაჩვენებლის საწყის (CFD პოზიციის გახსნისას დაფიქსირებულ) და სამომავლო (CFD პოზიციის დახურვისას დაფიქსირებულ) ფასებს/დონეებს შორის სხვაობა. CFD-ის საბაზისო აქტივი შეიძლება იყოს, მათ შორის, ფასიანი ქაღალდი, ვალუტა, საქონელი (მაგ., ძვირფასი მეტალი), ვირტუალური აქტივი (მათ შორის „კრიპტო ვალუტა“), ხოლო საბაზისო მაჩვენებელი - საპროცენტო განაკვეთი, გაცვლითი კურსი, ინდექსი და სხვა. ამასთან, კონტრაქტის კომერციული სახელწოდება არ არის გადამწყვეტი ფასთა შორის სხვაობის კონტრაქტად მისი მიჩნევისათვის. მაგალითად, ბოლო პერიოდში გავრცელებული ე. წ. ‘Perpetual futures’/‘perpetual contract’-ები აგრეთვე შეიძლება წარმოადგენდეს, მათი მახასიათებლების მიხედვით, CFD-ს.

რაც შეეხება ბინარულ ოფციონს, იგი ისეთი სახის კონტრაქტია, რომლის მიხედვითაც ინვესტორი ფულად თანხას მიიღებს ან გადაიხდის იმის მიხედვით, დადგება თუ არა კონტრაქტის ვადის ამოწურვის მომენტისთვის ან ვადის ამოწურვამდე საბაზისო აქტივის ფასთან ან საბაზისო მაჩვენებელთან დაკავშირებული რომელიმე წინასწარ განსაზღვრული მოვლენა. ბინარული ოფციონის საბაზისო აქტივი  CFD-ის მსგავსად შეიძლება იყოს, მათ შორის, ფასიანი ქაღალდი, ვალუტა, საქონელი (მაგ., ძვირფასი მეტალი), ვირტუალური აქტივი (მათ შორის „კრიპტო ვალუტა“), ხოლო საბაზისო მაჩვენებელი - საპროცენტო განაკვეთი, გაცვლითი კურსი, ინდექსი, ინფლაცია და სხვა. ამ შემთხვევაშიც, კონტრაქტის კომერციული სახელწოდება არ არის გადამწყვეტი ბინარულ ოფციონად მისი მიჩნევისათვის. ამ თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში გავრცელდა ე.წ. „Prediction Market“-ები, რომლებიც პოტენციურ ინვესტორს კონკრეტული მოვლენის დადგომასთან დაკავშირებით ვაჭრობის შესაძლებლობას (ე. წ. ‘event contract’) სთავაზობენ. პოტენციურმა ინვესტორებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, როცა შესაბამისი მოვლენა რომელიმე ზემოხსენებულ ფინანსურ აქტივთან ან ფინანსურ მაჩვენებელთან არის დაკავშირებული, ვინაიდან  მათთვის  ასეთი კონტრაქტების შეთავაზება შესაძლოა საჭიროებდეს შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემულ ლიცენზიას.

ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ისეთ პირებთან კომუნიკაციისას, რომლებიც მათ ზემოხსენებულ ფინანსურ პროდუქტებში ინვესტირებას სთავაზობენ. ამავდროულად, სებ-ი მოუწოდებს მოქალაქეებს გადაამოწმონ არიან თუ არა აღნიშნული პირები უფლებამოსილი მარეგულირებელი ორგანოს მიერ ლიცენზირებულნი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო, აქტივების მმართველი კომპანიებისა და კომერციული ბანკების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია სებ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე: 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა