მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეროვნული ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიკროსაფინანსო ინდუსტრიის საერთაშორისო კონფერენცია იმართება

news image
mbc image

27-29 მაისს, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC) ორგანიზებით, თბილისი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.

 

MFC-ის 27-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის თემაა - „ცვლილებები, შოკები და გადაწყვეტები: მიკროფინანსები გეოპოლიტიკის ჩრდილში“.

 

კონფერენცია ინკლუზიური ფინანსების ყველაზე დიდი ღონისძიებაა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რომელსაც მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყნიდან (პოლონეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, ნიდერლანდები, ბულგარეთი, ბელგია, თურქეთი, ბოსნია-ჯერცოგოვინა, აზერბაიჯანი, გერმანია, რუმინეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, ლიეტუვა, გაერთიანებული საამიროები და სხვა) 400-ზე მეტი დელეგატი ესწრება. მათ შორის, ფინანსური ინსტიტუტების, საინვესტიციო ფონდების, ფინანსურ სფეროს მარეგულირებლების, პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი ორგანოებისა და სოციალური ფინანსების ინოვატორი კომპანიების წარმომადგენლები.

 

კონფერენციის მიზანია ინკლუზიურ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობების განხილვა გეოპოლიტიკური და კლიმატური გამოწვევების ფონზე. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მიკრო და საოჯახო ბიზნესებსა და მოწყვლად ჯგუფებზე როგორიცაა: ქალები, ახალგაზრდები, მიგრანტები და სოფლად მცხოვრები მოსახლეობა.

 

წლევანდელი კონფერენცია ლარის 30 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში იმართება. ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, MFC-ის კონფერენცია მოიცავს ერთობლივ აქტივობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებას. კონფერენცია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გახსნა.

 

„მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ეროვნული ბანკის და პირადად ჩემი სახელით, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობისთვის ჩვენი ქვეყანა შეარჩიეთ.რეფორმებმა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ბოლო წლების განმავლობაში განახორციელა, გადამწყვეტი როლი ითამაშა მიკროსაფინანსო სექტორის სტაბილურ განვითარებაში, შედეგად დამკვიდრდა მოქნილი, მაგრამ პასუხისმგებლიანი საფინანსო მოდელი, რომელმაც გაუძლო სერიოზულ გამოწვევებს. საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორი დღეს დივერსიფიცირებული, რეგულირებული და ტექნოლოგიურად განვითარებული სექტორია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით  400-მდე სტრუქტურული ერთეულით და 2 მილიარდ ლარამდე აქტივებითაა წარმოდგენილი. ის წარმოადგენს ფინანსური მომსახურების მნიშვნელოვან მიმწოდებელს, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც საბანკო ინფრასტრუქტურა ნაკლებად ხელმისაწვდომია. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მიკრო და მცირე მეწარმეების არა მხოლოდ კრედიტორები, არამედ პარტნიორები, ინკლუზიური ეკონომიკისა და ფინანსური განათლების ხელშემწყობნი არიან. სწორედ მათი მოქნილობა, ადგილობრივ მოთხოვნებზე მორგებული მომსახურება და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა უზრუნველყოფს მათი საქმიანობის მდგრად მოდელს”, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

 

„როცა მსოფლიო ერთდროულად შოკებს განიცდის - კონფლიქტიდან კლიმატამდე - წლევანდელი კონფერენცია მხოლოდ შეხვედრა არ არის. ეს მოქმედებისკენ მოწოდებაა. მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს სჭირდებათ სწორი ინსტრუმენტები, ცოდნა და პარტნიორობა, რათა მოახდინონ რეაგირება ახალ რეალობებზე და გააგრძელონ თემების მომსახურება მდგრადი მიდგომით და ნათელი მიზნებით“, - აღნიშნა მიკროსაფინანსო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა კატარჟინა პავლაკმა.

 

„საქართველოს არჩევა მასპინძელ ქვეყნად ასახავს კონფერენციის თემის აქტუალობას. ეს უნიკალური შესაძლებლობაა მოხდეს იმის დემონსტრირება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და როგორ შეიძლება გაურკვევლობების საპირწონედ მიკროსაფინანსო სექტორი მოგვევლინოს სტაბილურობისა და ზრდის ხელშემწყობად. საქართველომ საკუთარ თავზე არაერთხელ გამოსცადა გეოპოლიტიკური არასტაბილურობის რეალური ზეგავლენა, ხოლო მიკროსაფინანსო სფერო ჩამოყალიბდა როგორც მდგრადობის მაგალითი“, - განაცხადა მიკროსაფინანსო ცენტრისა და მიკრობანკი კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ.

 

საერთაშორისო კონფერენციის მხარდამჭერები არიან: მიკრობანკი კრისტალი, Fimple, Finance Ltd, MFX Solutions, ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლა, სეფინი (Q-Lana), Agents for Impact, EFSE, Global Gender-Smart Fund, Mastercard, Aspekt, responsAbility Investments AG, Kyia.ai, zypl.ai, კრედო ბანკი და MicroEurope.

 

MFC მიკროსაფინანსო ცენტრი არის საერთაშორისო ქსელი, რომელიც აერთიანებს 140 წევრ ორგანიზაციას 36 ქვეყნიდან ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ის ემსახურება 2 მილიონზე მეტ დაბალშემოსავლიან კლიენტს და მხარს უჭერს პასუხისმგებლიან, ინკლუზიურ და მდგრად ფინანსებს ადვოკატირების გზით, შესაძლებლობების გაძლიერებით, ციფრული ტრანსფორმაციით, მწვანე ფინანსებითა და ESG-ის ხელშეწყობით.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა