ეროვნული ბანკის NBG AI Platform Qorus–Infosys Finacle Banking Innovation Awards 2026-ის AI-led Value Creation კატეგორიაში 12 საუკეთესო ნომინანტს შორის მოხვდა
ეროვნული ბანკის NBG AI Platform Qorus–Infosys Finacle Banking Innovation Awards 2026-ის AI-led Value Creation კატეგორიაში 12 საუკეთესო ნომინანტს შორის მოხვდა!
NBG AI Platform სებ-ის შიდა AI ეკოსისტემაა, რომელიც აერთიანებს AI აგენტებს, სპეციალიზებულ ჩატბოტებსა და ანალიტიკურ ინსტრუმენტებს. პლატფორმის მიზანია შიდა პროცესების გამარტივება, ავტომატიზაცია, გაციფრულება და თანამშრომლებისთვის AI შესაძლებლობების ყოველდღიურობაში ინტეგრირება.
აღსანიშნავია, რომ AI-led Value Creation კატეგორიის 12 ნომინანტს შორის საქართველოს ეროვნული ბანკი ერთადერთი ცენტრალური ბანკია. ნომინანტებს შორის არიან მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები, მათ შორის - ABN AMRO, Banco de Bogotá, E.SUN Bank, EQ Bank, TD Bank და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რაც ხაზს უსვამს სებ-ის AI ინიციატივის საერთაშორისო მნიშვნელობასა და კონკურენტუნარიანობას.
სებ-ს ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება აქამდეც აქვს მოპოვებული — საქართველოს ეროვნული ბანკი #CentralBanking - ის ორი ჯილდოს მფლობელია.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ხმის მიცემა და თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია!
ხმის მისაცემად:
გადადით ბმულზე: https://www.qorusglobal.com/award/30446/vote
დარეგისტრირდით პროფესიული ელ. ფოსტით
გახსენით *AI-led Value Creation* კატეგორია
აირჩიეთ *National Bank of Georgia* და კიდევ ორი სხვა ნომინანტი, რადგან ხმის დასაფიქსირებლად საჭიროა სამი ორგანიზაციის არჩევა.
ხმის მიცემა 16 ივლისამდე გრძელდება!
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.