მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ფინანსური განათლების საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს

news image
mbc image

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა თეიმურაზ ხომერიკმა და ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ფინანსური განათლების თემაზე გამართულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.


წელს შეხვედრა მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში გაიმართა და მისი მთავარი თემა იყო „დაინტერესებულ მხარეთა თანამშრომლობა ეფექტიანი ფინანსური განათლებისთვის“.


ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის 50-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. დამსწრეებს საკუთარი გამოცდილება  ბელგიის, შვედეთის, პოლონეთის, აშშ-ის, პორტუგალიის, პერუს, მალაიზიისა და სხვა ქვეყნების მოწვეულმა ექსპერტებმა გაუზიარეს.


კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ახალგაზრდების ფინანსური განათლება, მომხმარებელთა ინფორმირება  ფინანსურ რისკებსა და საფრთხეებზე, ფინანსური განათლების მიწოდება მოწყვლადი ჯგუფებისთვის და სხვა.


ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა თეიმურაზ ხომერიკმა საქართველოს მაგალითზე რეგიონებში ფინანსური განათლების გავრცელების გამოცდილებაზე, განხორციელებულ აქტივობებსა და მოწყვლად ჯგუფებთან საბაზისო ფინანსური განათლების მიწოდების გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფინანსური განათლების ამაღლება ქვეყნის საფინანსო სექტორის მდგრადობისა და ფინანსური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა.


საქართველოს ეროვნული ბანკის პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქეთევან ახალკაცმა გააკეთა. კონფერენციის მონაწილეებს შორის ინტერესი გამოიწვია  ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუმ“ და იმ ინტერაქტიურმა საგანმანათლებლო პროექტებმა, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს. მისი თქმით, პროგრესის მიუხედავად, მუშაობა კვლავ ინტენსიურად გრძელდება. წარმატების მისაღწევად  კი საფინანსო სექტორის, ასევე სამთავრობო, არასამთავრობო, ადგილობრივი და საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


კონფერენცია ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (OECD/INFE) ორგანიზებით, OECD-ის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში გაიმართა.  ღონისძიების თანაორგანიზატორები იყვნენ მონტენეგროს ცენტრალური ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, კაპიტალის ბაზრის მარეგულირებელი უწყება და დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტო.


საქართველო OECD/INFE-ს ტექნიკური მხარდაჭერის პროექტში 2018 წელს ჩაერთო. 2023 წლიდან კი თანამშრომლობა 5-წლის ვადით გაგრძელდა. პროექტი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყანას (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, მოლდოვა, მონტენეგრო, რუმინეთი, სომხეთი, საქართველო, უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია, ხორვატია) აერთიანებს.


ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის „ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელი“ (OECD/INFE) 2008 წელს შეიქმნა და მისი მიზანია ფინანსური განათლების მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა. OECD/INFE წარმოადგენს  პლატფორმას, რომლის საშუალებითაც ხორციელდება განათლებასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება, ანალიტიკური და შედარებითი ანგარიშების მომზადება, კვლევა და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება. OECD/INFE 130-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე საჯარო ორგანიზაციას აერთიანებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა