მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7131.7
0.003
flag
AZN 1.5409
-0.0002
flag
CNY 38.826
-0.0016
flag
EUR 3.0214
-0.006
flag
GBP 3.536
-0.0005
flag
KZT 56.15
-0.0003
flag
TRY 0.0549
0
flag
USD 2.6191
-0.0007
news banner

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა

news image
mbc image

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ,,მეთადონის" და ფსიქოტროპული მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს.

საბაჟო საზღვარზე შემოსული საქართველოს მოქალაქის ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა ჰერმეტულად შეფუთულ 25 ცალ პლასტმასის ქილაში, სითხის სახით განთავსებული, საერთო ჯამში - 375 მილიგრამი ,,მეთადონი". ასევე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც მოხდა ბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სამგზავრო ჩანთებში, სხვადასხვა დასახელების 402 კაფსულა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები, მათ შორის 187 კაფსულა ,,ლირიკა" ჰქონდათ განთავსებული.

აღნიშნულ სამართალდარღვევების ფაქტებზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ფოკაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტენდერი გამოცხადდა

12.08.2026.15:12

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერი ითვალისწინებს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას.

პროექტი მოიცავს ფარავნის ტბის სანაპიროზე არსებული ღია სანათლავისა და მასთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, მდინარე ფარავნის სათავე ნაგებობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, არსებული ხიდის რეკონსტრუქციას, სანიტარული კვანძების განახლებას, ასევე მონასტრის ტერიტორიაზე საავტომობილო გზისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა-რეაბილიტაციას.

პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება არსებული პარკინგი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტაძრის ეზოსა და გალავნის დაზიანებულ მონაკვეთებს, განახლდება გარე განათებისა და ელექტრომომარაგების ქსელი. ასევე, მოეწყობა მრავალფუნქციური საგანმანათლებლო ცენტრი, მოწესრიგდება მონასტრის ტერიტორიაზე არსებული შენობები და წყალმომარაგების სისტემა.

ფოკას წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია. შესაბამისად, ვიზიტორებისა და მომლოცველებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მოწყობა კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონისთვის დადგენილი მოთხოვნებისა და რეგულაციების დაცვით განხორციელდება.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ფოკაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ვიზიტორებისა და მომლოცველებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას და ტერიტორიის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის შენარჩუნებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა