მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7159.9
-0.0141
flag
AZN 1.5447
-0.0006
flag
CNY 38.896
0.002
flag
EUR 3.0206
0.0047
flag
GBP 3.5308
0.0106
flag
KZT 55.41
0.0009
flag
TRY 0.0553
-0.0001
flag
USD 2.6259
-0.0007
news banner

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, ,,სარფში“ და ,,ქუთაისის აეროპორტში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერები გამოავლინეს

news image
mbc image

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - ,,სარფი" და ,,ქუთაისის აეროპორტი" მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.

მებაჟე ოფიცრებმა, თურქეთის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული 247 აბი ,,სუბოქსინი" აღმოაჩინეს.

ასევე, მებაჟე ოფიცრის მიერ, ეჭვის საფუძველზე, ,,ქუთაისის აეროპორტში" საქართველოს მოქალაქის, ფიზიკური, დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა, სხეულზე მალულად განთავსებული, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალების შემცველი 169 კაფსულა მედიკამენტი.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ივლისის თვეში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი - „ბლექ სი პეტროლიუმი“ განაგრძობს ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმის განხორციელებას, თანამშრომლობს ევროკომისიასთან და შესაბამის ინსტიტუტებთან l „ბლექ სი პეტროლიუმი“ (ყულევის ნავთობტერმინალი)

01.08.2026.13:24

„ბლექ სი პეტროლიუმი“ (ყულევის ნავთობტერმინალი) ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს და როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკვე ივლისის თვეში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი. 

„შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ ადასტურებს, რომ აქტიურად მიმდინარეობს დაგეგმილი ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაცია. 2026 წლის 1 ივლისს, ბლექ სი პეტროლიუმმა განაცხადა, რომ 2026 წლის აგვისტო-სექტემბრიდან, კომპანია დაიწყებდა სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკვე ივლისის თვეში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი, რასაც აგვისტოს თვეშიც გააგრძელებს.“-ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ვკითხულობთ, კომპანია ერთგული რჩება საკუთარი პრინციპებისადმი - მოქმედებს ყველა მოქმედი კანონისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად, აძლიერებს შიდა მმართველობის და კონტროლის მექანიზმებს, წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებაში.

„2026 წლის 3 ივლისს, ბლექ სი პეტროლიუმსა და საერთაშორისო სავაჭრო კომპანიას შორის გაფორმებული ნედლი ნავთობის მიწოდების ხელშეკრულების ფარგლებში, 20-დან 30 აგვისტომდე პერიოდში, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ლიბიური წარმოშობის ნედლ ნავთობს მიიღებს. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლის ბოლომდე და ითვალისწინებს ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობას.

2026 წლის 24 ივლისს გამართულ პრეს-ბრიფინგზე, ევროკომისიამ განაცხადა, რომ ბლექ სი პეტროლიუმი მათთან აქტიურ კომუნიკაციაშია და განმარტა, რომ ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი სწორედ კომპანიის მიერ რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლების შესაძლებლობისთვის არის განკუთვნილი. ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულ თანხვედრაშია აღნიშნულ მიზანსა და ვადებთან.

ბლექ სი პეტროლიუმი განაგრძობს ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმის განხორციელებას, კონსტრუქციულად თანამშრომლობს ევროკომისიასთან და სხვა შესაბამის ინსტიტუტებთან, წარმოადგენს დივერსიფიკაციის გეგმის პროგრესის დამადასტურებელ ცხად და გადამოწმებად მტკიცებულებებს.

კომპანია ერთგული რჩება საკუთარი პრინციპებისადმი - მოქმედებს ყველა მოქმედი კანონისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად, აძლიერებს შიდა მმართველობის და კონტროლის მექანიზმებს, წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებაში.

აღნიშნული ზომების ერთობლიობა გამიზნულია სრულად არარუსულ ნედლეულზე შეუფერხებელი გადასვლის, ქარხნის ოპერირების უწყვეტი და სტაბილური ფუნქციონირებისათვის.“-აღნიშნულია განცხადებაში. ‎

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა