ერუშეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი აშენდება
ერუშეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა მომსახურების გაუმჯობესებისა და ტურისტული შესაძლებლობების განვითარების მიზნით, ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა აშენდება. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრში სტუმრები შეძლებენ მიიღონ დეტალური ინფორმაცია ეროვნული პარკის, მისი ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობებისა და არსებული საფეხმავლო ბილიკების შესახებ. ასევე, ადგილზე შეძლებენ დაგეგმონ საკუთარი მოგზაურობა და შეარჩიონ სასურველი მარშრუტი.
ერუშეთის ეროვნულ პარკში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადი ადგილობრივი განვითარების (BSLD) პროექტის ფარგლებში, ხელშეკრულება გაფორმდა. პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.
ერუშეთის ეროვნული პარკი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარეობს და მრავალფეროვანი ბუნებრივი ლანდშაფტებით გამოირჩევა.
სხვა სიახლეები
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე მდინარე ხევისწყალზე ახალი ხიდი შენდება
03.09.2026.14:03
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა - მარნეული - გუგუთის საავტომობილო გზაზე (კმ83-კმ84), მდინარე ხევისწყალზე, სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
ახალი ხიდი ხუთმალიანია და მისი მთლიანი სიგრძე შეადგენს 174,8 მეტრს. პროექტი მოიცავს სახიდე გადასასვლელის მშენებლობას მისასვლელი გზებით და ტროტუარებით.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5,9 მლნ. ლარით ფინანსდება. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.