მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

Euronews-ის ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონების რედაქტორი ჯეინ უიზერსპუნი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე პანელურ დისკუსიას გაუძღვება

news image
mbc image

ჯეინ უიზერსპუნი, Euronews-ის რედაქტორი ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე "პანელურ დისკუსიას - "Energy Crossroads – Choices for a secure Future" გაუძღვება.

უიზერსპუნი ამჟამად Euronews-ის დუბაის ბიუროში მუშაობს და მაუწყებლობის პროცესს მართავს. ხშირად მონაწილეობს არხის ყველაზე ცნობილ გადაცემებში, როგორებიცაა: The Agenda, Interview, City Scenes. Euronews-ში მუშაობამდე ჯეინ უიზერსპუნი Sky News-ის გასართობი პროგრამების კორესპონდენტი იყო. ბოლო წლებში უიზერსპუნი   ხშირად არის მოდერატორი და წამყვანი სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებსა და კონფერენციებზე. 

რიგით მე-5 „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22-23 ოქტომბერს გაიმართება და გლობალური ლიდერების შეკრებას უმასპინძლებს. ფორუმს 2000-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის  სახელმწიფოს მეთაურები, მინისტრები, აღმასრულებელი დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ზესტაფონში მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება

15.08.2026.19:03

ზესტაფონში მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში მომზადდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და კულტურულ-შემეცნებითი ცენტრის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ხელშეკრულება გააფორმა.

პროექტის ფარგლებში მომზადდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და კულტურულ-შემეცნებითი ცენტრის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვოდოკუმენტაცია.

კომპლექსში გათვალისწინებული იქნება მრავალფუნქციური დარბაზი, საცურაო აუზები, სხვადასხვა სპორტის სახეობისთვის განკუთვნილი დარბაზები და სატრენაჟორო სივრცე, ფეხბურთისა და რაგბის სავარჯიშო მოედნები. პროექტი ასევე მოიცავს პარკინგის, ბილიკების, განათებისა და უსაფრთხოების სისტემების მოწყობას, ტერიტორიის გამწვანებასა და კეთილმოწყობას.

სპორტულ კომპლექსში დაგეგმილია ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, MMA-ის, მაგიდის ჩოგბურთის, სპორტული ტანვარჯიშის, სხვადასხვა ორთაბრძოლის, ფარიკაობისა და ძალოსნობისთვის განკუთვნილი სავარჯიშო სივრცეების მოწყობა.

სპორტული ინფრასტრუქტურის პარალელურად, მრავალფუნქციურ კომპლექსში გათვალისწინებულია კულტურულ-შემეცნებითიმიმართულების განვითარებაც. მოეწყობა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული მიმართულებების, უცხო ენების შესწავლისა და STEM-კლუბისთვის განკუთვნილი სივრცეები, ასევე მედიათეკა და სხვა საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ზონები.

ზესტაფონისთვის მომზადებული პროექტი ტიპიური იქნება და შემდგომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კონკრეტულ ლოკაციებზემორგების საფუძველზე, მრავალფუნქციური კომპლექსების მოსაწყობად იქნება გამოყენებული. ხელშეკრულება, ძირითადი პროექტის გარდა, დამატებით 5 ლოკაციაზე მის ადაპტირებასაც ითვალისწინებს.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონებში თანამედროვე სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სპორტული და ახალგაზრდული აქტივობებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა