მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ევროკავშირის მხარდაჭერით, ქართულად გახმოვანებული ვაზის სხვლის ონლაინ საგანმანათლებლო ვიდეო კურსი მევენახეებისთვის, უკვე ხელმისაწვდომია

news image
mbc image

2023 წლის ნოემბერიდან, მევენახეებისთვის ონლაინ ვიდეო საგანმანათლებლო კურსი, ვაზის სათუთ სხვლაზე, ახლა უკვე ქართულ ენაზეცაა ხელმისაწვდომი. ვიდეო მასალის თარგმნა, ევროკავშირის მხარდაჭერითა და FAO-ს ინიციატივით განხორციელდა. ონლაინ ვიდეო კურსს ესპანელი ექსპერტი, ხულიო პრიეტო დიასი უძღვება. საგანმანათლებლო პროგრამა, სოფლის მეურნეობის იმ თანამედროვე მეთოდებზეა ორიენტირებული, რომელიც მოსავლის გაზრდასთან ერთად, ყურძნისა და ღვინის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება მევენახეებს. ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO ღვინის მეწარმეებთან და მევენახეებთან ერთად, წარმოების გაუმჯობესებასა და საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ აღნიშნული ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე მუშაობს.

საგანმანათლებლო ვიდეო კურსზე წვდომით, დაინტერესებულ ქართულენოვან მევენახეებს შეუძლიათ FAO-ს ორგანიზაციის Facebook გვერდზე დაუკავშირდნენ.

მევენახეებს, შესაძლებლობა აქვთ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტის ათ საათიანი სასწავლო ვიდეო კურსის დახმარებით, მეტად გაიღრმავონ ცოდნა. ვიდეო გაკვეთილებში, ხულიო პრიეტო დიასი, თავად საუბრობს და პრაქტიკული მაგალითებით აზიარებს ცოდნას სხვლის კომპლექსურ მეთოდებზე.

საგანმანათლებლო კურსი ხუთი მოდულისგან შედგება:

  1. ვენახის სათუთი სხვლა
  2. ვაზის ჯამისებრი ფორმის სხვლა
  3. ვაზის კორდონის ტიპის სხვლა
  4. გასხვლა ვერტიკალურ ღერძზე
  5. ვაზის გუიოს ტიპის სხვლა

ვაზის სხვლა, აუცილებელია ჯანმრთელი, მედეგი და პროდუქტიული ვენახის მისაღებად. აღნიშნული აქტივობის სწორად განხორციელების შემთხვევაში, მცენარე ბევრად უფრო გამძლეა ცვალებადი კლიმატისა და დაავადებების მიმართ. თანმიმდევრული სხვლის შედეგად, ასევე იზრდება მოსავლის რაოდენობა და უმჯობესდება მისი ხარისხი.

ევროკავშირის მხარდაჭერით,  FAO-მ საქართველოში, ხულიო პრიეტო დიასს რამდენჯერმე უმასპინძლა. მან ქართული ღვინის კომპანიების 220-ზე მეტ თანამშრომელს ჩაუტარა ტრენინგი სხვლასა და ღვინის წარმოების საერთაშორისოდ აღიარებულ მეთოდოლოგიებზე. ამასთანავე, ხულიო პრიეტო დიასი, ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO-ს გამრავლების შემაფერხებელ პროგრამაზეც მუშაობს და 15 ღვინის მწარმოებელ კომპანიას ეხმარება საქართველოში მავნებლის ინტეგრირებული მეთოდოლოგიების დანერგვაში ყურძნის ევროპულ ჭიასთან - Lobesia botrana, გასამკლავებლად, რომელიც  ყოველწლიურად ქვეყანაში მოსავალს დაახლოებით 40%-ით ამცირებს.

„ევროკავშირთან ნაყოფიერი, გრძელვადიანი თანამშრომლობით, FAO ქართული მევენახეობის ინდუსტრიას ეხმარება ნერგიდან - ბაზრამდე. საქართველოს ღვინის წარმოების შთამბეჭდავად ისტორიული და მდიდარი ტრადიცია აქვს და აღნიშნულის გათვალისწინებით, ტრენინგებს მევენახეების ახალ თაობას ვუტარებთ, რომელიც ქართულ ღვინოს მსოფლიოში მოწინავე პროდუქტად გარდაქმნის. ამ შედეგის მისაღწევად, ვაზის მოვლა და პატივისცემა, პესტიციდების გამოყენების შემცირება და ენდემური ჯიშების გამოყენება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. უმაღლესი დონის ესპანელ მევენახე ხულიო პრიეტოსთან ვთანამშრომლობთ საქართველოში სხვლის სათანადო მეთოდოლოგიებზე ცოდნის გასაზიარებლად და ხაზს ვუსვამთ იმას, რომ კარგ ღვინოს ვერ აწარმოებ, თუ სათანადოდ არ უვლი ვაზს - ცუდად გასხვლა ძვირად ფასობს. ხულიოს საგანმანათლებლო ონლაინ პროგრამა შესაძლებლობაა ყველა მოტივირებული მევენახისთვის, მათთვის ვინც საქართველოს, როგორც ღვინის აკვანს, მოწინავე ქვეყნებს შორის მოახვედრებს“, ამბობს ხავიერ სანს ალვარესი, FAO-ს პროგრამის კოორდინატორი. 

“ცოდნის გაზიარება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართველი მევენახეებისა და მეღვინეების ხელშესაწყობად. ათ საათიანი სასწავლო ვიდეოკურსი შესაძლოა ძალიან კარგ ინსტრუმენტად იქცეს იმ პროფესიონალთათვის, ვისაც სურს, ქვეყნის ღვინის ინდუსტრია მედეგი გახადოს კლიმატის ცვლილების, დაავადებებისა თუ მავნებლების მიმართ, რაც საბოლოო პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებაშიც აისახება. EU4Business ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირი FAO-სთან ერთად აქტიურად უწყობს ხელს კერძო სექტორს, რომ საერთაშორისო ცონდა უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. ვიდეოსერიების ხელმისაწვდომობა ქართველი აუდიტორიისთვის,  ევროკავშირისა და FAO-ს მიერ, ქვეყნის მევენახეებისა და მეღვინეებისათვის გაწეული უწყვეტი მხარდაჭერის არაჩვეულებრივი მაგალითია”, განაცხადა კატალინ გერმანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა