მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ევროკავშირის მხარდაჭერით, ხელოვანებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის მობილობის კონკურსი გამოცხადდა

news image
mbc image

ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის EU4Culture ფარგლებში, მობილობის გრანტების მესამე კონკურსი გამოცხადდა. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. 

კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. კონკურსში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა  ხელოვანებს, რომლებიც არ ცხოვრობენ დედაქალაქებში. გრანტები განკუთვნილია სხვა ქვეყანაში სტაჟირებისთვის, სასწავლო ვიზიტებისთვის, კონფერენციებისთვის, პროფესიული განვითარებისთვის და სხვა საქმიანობისთვის, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებასა და კულტურათაშორის დიალოგს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ხელოვანებსა და კულტურის ყველა სექტორის წარმომადგენლებს.

კანდიდატი უნდა იყოს 18 ან მეტი წლის და ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ერთ-ერთის მოქალაქე ან ლეგალური რეზიდენტი. კონკურსი განსაკუთრებულ შესაძლებლობებს სთავაზობს მონაწილეებს, რომლებიც არ ცხოვრობენ დედაქალაქებში და საკონკურსო ბიუჯეტის ნახევარს სწორედ მათთვის გამოყოფს (აღნიშნული არ ვრცელდება უკრაინელ და ბელარუს აპლიკანტებზე).

საკონკურსო დაფინანსება მოიცავს ოთხი ტიპის მობილობას: მოკლევადიანი (7-10 დღე) - 1,500-მდე ევრო საშუალოვადიანი (11-35 დღე) - 3,500-მდე ევრო გრძელვადიანი (36-84 დღე) - 5,000-მდე ევრო ვირტუალური (სხვა ქვეყანაში მიმდინარე ღონისძიებაში ონლაინ მონაწილეობა) - 1,000-მდე ევრო მობილობის პროექტების განხორციელება 2023 წლის 1-ლი ივნისიდან 2024 წლის 31 მაისამდე პერიოდში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებსა და ევროპის სხვა ქვეყნებშია შესაძლებელი.

EU4Culture-ის მობილობის საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატმა გოეთეს სააპლიკაციო პორტალის (GAP) საშუალებით უნდა წარადგინოს სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი არჩეული საერთაშორისო მობილობისთვის. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 27 მარტი, 15:00 (ცენტრალური ევროპის დროით).

23 თებერვალს 13:00 საათზე ZOOM-ის პლატფორმაზე გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა მობილობის გრანტების შესახებ. შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია.

ევროკავშირის მხარდაჭერით, EU4Culture პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ  ორი საგრანტო კონკუსის შედეგად155 ხელოვანი და კულტურის სფეროს წარმომადგენელი დაფინანსდა.

პროექტი 2024 წლამდე კიდევ ორი საგრანტო კონკურსის გამოცხადებას გეგმავს.

ევროკავშირი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად  მხარს უჭერს კულტურის სფეროს, როგორც ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელი ძალის გაძლიერებას  რეგიონში. პროექტს, EU4Culture, ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა