მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.6
-0.0079
flag
AZN 1.5384
0.0018
flag
CNY 38.91
0.0061
flag
EUR 3.05
0.0035
flag
GBP 3.5665
0.0067
flag
KZT 57.12
-0.0003
flag
TRY 0.0544
0.0001
flag
USD 2.6153
0.0032
news banner

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2025 წელს ძლიერი ფინანსური შედეგები დააფიქსირა

news image
mbc image

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2025 წელს ძლიერ ფინანსურ შედეგებს ინარჩუნებს - ბანკის წმინდა მოგებამ 1.3 მილიარდი ევრო შეადგინა

•⁠ ⁠ბანკმა 4 მილიარდი ევროს მოცულობის კაპიტალის ზრდის პროგრამის თითქმის 95% უზრუნველყო

•⁠ ⁠ბანკი კვლავ ინარჩუნებს უმაღლეს, საკრედიტო რეიტინგს და სტაბილურ პროგნოზს სააგენტოების - S&P Global Ratings, Moody’s და Fitch Ratings მხრიდან

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა 2025 წელი ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა წმინდა მოგებამ 1.3 მილიარდი ევრო შეადგინა, ხოლო 2024 წელს ეს მაჩვენებელი 1.7 მილიარდი ევრო იყო.

წელი გამოირჩეოდა უკრაინაში უწყვეტი ინვესტიციებით, ასევე აფრიკასა და ერაყში ოპერაციების დაწყებით. ამ პროცესში ბანკმა კიდევ უფრო გააძლიერა საკუთარი ფინანსური პოზიციები და პარალელურად განაგრძო სტრატეგიული პრიორიტეტების შესრულება იმ ეკონომიკებში, სადაც ინვესტირებს.

2025 წლის ბოლოსთვის ბანკის საბანკო აქტივებმა 47 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6%-იანი ზრდაა.

საბანკო შემოსავალი მდგრადი დარჩა და 2.7 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც მთლიან შემოსავლებში 70%-იან წილს წარმოადგენდა. საბანკო პორტფელმა 0.6 მილიარდი ევროს წმინდა მოგება შექმნა, თუმცა ეს ნაწილობრივ შემცირდა გაუფასურების დანაკარგებით - მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების ხარჯმა 0.14 მილიარდი ევრო შეადგინა, მაშინ როცა 2024 წელს მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების აღდგენა 0.11 მილიარდი ევრო იყო.

2025 წლის ბოლოს არამომსახურებადი სესხები (NPL) სასესხო ოპერაციული აქტივების 8.4%-ს შეადგენდა, რაც ძირითადად გეოპოლიტიკური დაძაბულობებით იყო განპირობებული. უკრაინასთან დაკავშირებული ექსპოზიციების გამორიცხვით, არამომსახურებადი სესხების მაჩვენებელი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა 3.1%, ისევე როგორც 2024 წელს.

2025 წლის ბოლოს ხაზინის აქტივებმა 39.5 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 11%-იანი ზრდაა. ხაზინის საქმიანობამაც ძლიერი შედეგები აჩვენა და წმინდა მოგებაში 0.2 მილიარდი ევროს წვლილი შეიტანა, რაც დაახლოებით 2024 წლის დონეს შეესაბამება.

2025 წელს აქციონერებმა ბანკის მიმართ ნდობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-ის 4 მილიარდი ევროს მოცულობის კაპიტალის ზრდის პროგრამაში მონაწილეობის დონემ თითქმის 95% შეადგინა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბანკის მმართველთა საბჭომ 2023 წელს დაამტკიცა.

ბანკის ძლიერი ფინანსური შედეგები საშუალებას მისცემს მას, გააგრძელოს ინვესტიციების რეინვესტირება პროექტებსა და კლიენტებში საკუთარ ბაზრებზე, ხელი შეუწყოს სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელებას და მხარი დაუჭიროს მდგრად ეკონომიკურ ზრდასა და გამძლეობას.

ბანკი კვლავ ინარჩუნებს უმაღლეს საკრედიტო რეიტინგს და სტაბილურ პროგნოზს S&P Global Ratings-ის, Moody’s-ისა და Fitch Ratings-ის მხრიდან.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 1991 წელს დაარსების შემდეგ ბანკმა სამ კონტინენტზე მდებარე ეკონომიკებში 220 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქალაქ გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა - შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს

25.08.2026.17:21

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქალაქ გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნო. შტაბი რთველის პერიოდში პროცესის კოორდინაციას, მევენახეებისა და ღვინის მწარმოებლებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას და რთველთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტას უზრუნველყოფს. შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

დავით სონღულაშვილმა მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების, ყურძნის ხარისხის გაუმჯობესებისა და ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასების პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდაჭერა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია. დარგის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანი და მაღალი ღირებულების პროდუქციის წარმოება, რაც, საბოლოო ჯამში, ქართული ღვინის პოზიციებსა და საერთაშორისო ბაზრებზე მის კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ყურძნის ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასების დანერგვა. აღნიშნული მიდგომა გასულ წელს რთველის პერიოდში წარმატებით დაინერგა და მევენახეებს მისცა დამატებითი სტიმული, ეზრუნათ ყურძნის კონდიციურობასა და სათანადო მაჩვენებლებზე. წელს კიდევ უფრო მეტ აქცენტს ვაკეთებთ ამ მიმართულებაზე, რაც ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ჩვენი საექსპორტო პოზიციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე და რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლევან მეხუზლა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, პარლამენტის წევრები და კახეთის მუნიციპალიტეტების მერები დაესწრნენ.

ლევან მეხუზლამ რთველის საკოორდინაციო შტაბის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის რთველი წარმატებით ჩაივლის, მოსავალი ხარისხიანი იქნება და ქართული ღვინის საექსპორტო პოზიციები საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უფრო გაძლიერდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, მოახდინოს ყურძნის რეალიზაცია და მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩეს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთის რეგიონში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი ფასებით ჩაიბარებს.

კერძოდ, კონდიციური და დაუზიანებელი საფერავის, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 21%-ია, ფასი 1,50 ლარით განისაზღვრება, ხოლო არაკონდიციური საფერავის შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა 17%-დან 21%-მდეა ან/და ყურძენი ნაწილობრივ დაზიანებულია, ფასი 0,90 ლარი იქნება. 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული საფერავის ფასი 0,30 ლარით განისაზღვრება.

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული სხვა ყურძნის შემთხვევაში, შაქრიანობის არანაკლებ 20%-ის მქონე და დაუზიანებელი ყურძნის ფასი 1,30 ლარი იქნება, 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში - 0.80 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში - 0.30 ლარი.

რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 219 37 18.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა