FED-ის ოფიციალური პირების განცხადებით, მიწოდების ჯაჭვებში მზარდი რისკები აძლიერებს მოლოდინებს, რომ ინფლაცია ხანგრძლივად მაღალი შენარჩუნდება
FED-ის ოფიციალური პირების განცხადებით, მიწოდების ჯაჭვებში მზარდი რისკები აძლიერებს მოლოდინებს, რომ ინფლაცია ხანგრძლივად მაღალი შენარჩუნდეს.
მათი შეფასებით, გლობალური მიწოდების შეფერხებები - მათ შორის ენერგეტიკული კრიზისი, გეოპოლიტიკური დაძაბულობა და ლოგისტიკური წნეხი ზრდის ფასებზე ზეწოლას და ამცირებს იმის ალბათობას, რომ ინფლაცია სწრაფად დაბრუნდეს მიზნობრივ დონეზე. შედეგად, ცენტრალური ბანკი ფრთხილ პოზიციას ინარჩუნებს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების მიმართ.
სხვა სიახლეები
ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა
05.06.2026.17:19
გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ლონდონში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ დირექტორებს - დაისუკე მიაზაკისა და მორვენ ჯოუნს, ასევე აღმასრულებელ დირექტორებს - ანვაი ბორვანკარსდა საორი ტანაკას.
ყურადღება გამახვილდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ხაზი გაესვა ამ მიმართულებით აზიური კაპიტალის ბაზრის ათვისების შესაძლებლობებს.
ფინანსთა მინისტრმა საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ილია დარჩიაშვილი.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.