ფეხბურთის ფედერციასა და კრისტალბეთს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა
26 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და კომპანია კრისტალბეთს შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა.
ორწლიან ხელშეკრულებას ხელი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და კომპანია კრისტალბეთის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯაბა პეიტრიშვილმა მოაწერეს. ღონისძიებას სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეზიდენტი, აკაკი ალდაშვილი ესწრებოდა.
ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, კრისტალბეთი საქართველოს ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის მსგავსად, საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3-ის და ლიგ 4-ის მხარდამჭერი და სახელის სპონსორი ხდება.
სიახლეა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენის პრინციპში. მიმდინარე სეზონიდან, საუკეთესო მოთამაშეს კრიტალბეთ ეროვნული ლიგის გუნდების მწვრთნელები, კაპიტნები, მედიის წარმომადგენლები და გულშემატკივრები გამოავლენენ. გულშემატკივრებს ხმის მიცემა სპეციალურ ვებგვერდზე, cbeliga.ge-ზე შეუძლიათ.
საუკეთესო ფეხბურთელი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დაჯილდოებაზე დასახელდება, რომელიც 2023 წლიდან ცალკე ღონისძიებად იქნება წარმოდგენილი. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელს სპეციალური პრიზი გადაეცემა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კომპანია კრისტალბეთთან 2019 წლიდან თანამშრომლობს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.