ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
28-29 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიურ შეხვედრაში, რომელიც კატარის დედაქალაქ დოჰაში იმართება. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელობასთან. ფინანსთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მმართველთა საბჭოს სხდომაში, ასევე, სიტყვით გამოვა ბანკის მმართველთა ბიზნეს სესიაზე.
წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმდება სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი – საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი).
სხვა სიახლეები
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
25.09.2026.13:49
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 135-ე კმ-ზე (დევდორაკი-ამალის ხეობა) საფრთხის დონე დაბალია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
დარიალის ხეობაში, ძლიერი წვიმის შედეგად ჩაირთო დევდორაკის გამაფრთხილებელი სენსორი, ხეობაში 6 საათსა და 30 წუთზე გამოცხადდა ევაკუაცია და ამ დრომდე, უსაფრთხოების მიზნით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.