ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანტონელა ბასანის და სხვადასხვა სექტორული მიმართულებების ხელმძღვანელებს შეხვდა.
საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.
ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები, ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების მნიშვნელობას, მათ შორის, დაკავშირებადობის ხელშეწყობის, საგზაო ინფრასტრუქტურის, ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.
შეხვედრაზე ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებზეც მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა, განსაკუთრებით, შუა დერეფნის მიმართულებით.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, იუჯინ რუგენაათი, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი როლანდ პრაისი, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი, ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.
სხვა სიახლეები
სტუდენტებს პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის საშუალებით სტუდენტის სტატუსის დადასტურება შეუძლიათ - ისინი შესაბამისი შეღავათებითა და ფასდაკლებებით სარგებლობას შეძლებენ
11.09.2026.12:52
სტუდენტებს პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის საშუალებით სტუდენტის სტატუსის დადასტურება შეუძლიათ. განმცხადებელი უნდა იყოს ავტორიზებული უმაღლესი დაწესებულების სტუდენტი, რომელსაც სტატუსი შეჩერებული ან შეწყვეტილი არ აქვს. ID ბარათის QR კოდზე ასახული სტატუსი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ შესაბამისი შეღავათებითა და ფასდაკლებებით.
„სტუდენტის სტატუსის დატანა პირადობის მოწმობაზე შესაძლებელია ყველა იმ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტისთვის, რომელიც ან ახლა იღებს პირადობის მოწმობას, ან უკვე გააჩნია მოქმედი პირადობის მოწმობა. აღნიშნული სერვისის მიღება შესაძლებელია 127-ვე იუსტიციის სახლში, ასევე მობილური იუსტიციის სახლების მეშვეობითაც", - განაცხადა იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ.
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სტუდენტის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს ახალი დიზაინის პირადობის მოწმობაზე სტუდენტის სტატუსის დატანას QR კოდის მეშვეობით, სტუდენტის სტატუსის დატანა შესაძლებელია როგორც ახალი პირადობის მოწმობის აღებისას, ასევე უკვე აღებულ, ახალი დიზაინის ID ბარათზე 5 სამუშაო დის ვადაში სრულიად უფასოდ. პირადობის მოწმობის QR კოდის დასკანერებისას დადასტურდება სტუდენტის სტატუსი, რაც მათ მისცემთ შესაძლებლობას, ისარგებლონ სტუდენტებისთვის გათვალისწინებული სხვადასხვა შეღავათით", - განაცხადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ რუსუდან კოხოძემ.