ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, იუჯინ რუგენაათმა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში (ენერგეტიკა, საგზაო ინფრასტრუქტურა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და სხვა)
განხილულ იქნა ეკონომიკური ზრდისა და სწორი ფისკალური/მონეტარული პოლიტიკის შედეგად საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული შედეგები და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურული პროექტებთან მიმართებით ბანკთან თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი, ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის მართვისა და საბიუჯეტო დეპარტამენტების ხელმძღვანელები ირაკლი კაჭარავა და ნათია გულუა.
სხვა სიახლეები
EBRD მხარს უჭერს ევროკავშირში უდიდესი მზის ელექტროსადგურის პროექტს
12.10.2026.15:00
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), რომელიც რუმინეთის ენერგოუსაფრთხოებისა და მწვანე ტრანზიციის მხარდამჭერ უმსხვილეს ინსტიტუტებს შორისაა, ქვეყნის მზის ელექტროსადგურის პროექტის მშენებლობისა და ოპერირების დასაფინანსებლად 21.1 მილიონი ევროს ოდენობის უზრუნველყოფილ სესხს გასცემს. პროექტის დასაფინანსებლად გათვალისწინებული საფინანსო პაკეტის საერთო მოცულობა 561 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მზის ელექტროსადგურის საპროექტო სიმძლავრე 1.3 გიგავატი იქნება.
პროექტის დასრულების შემდეგ, პროექტი EBRD-ის მიერ დღემდე დაფინანსებული განახლებადი ენერგიის ყველაზე დიდი ობიექტი და ევროპის უდიდესი მზის ელექტროსადგური იქნება. პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რუმინეთის ენერგეტიკულ ტრანზიციაში, ენერგოუსაფრთხოებისა და ბიომრავალფეროვნების მიზნების მიღწევაში.
პროექტის განხორციელებას ბანკი 10-ზე მეტი კომერციული კრედიტორისგან შემდგარ კონსორციუმთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC), შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად აფინანსებს.