ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, Bank of America-ს მიწვევით მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ბანკების კონფერენციაში
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, Bank of America-ს მიწვევით მონაწილეობა მიიღეს გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ლონდონში გამართულ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ბანკების კონფერენციაში (London CEEMEA Small Talks), სადაც 15-მდე ინსტიტუციურ ინვესტორსა და საერთაშორისო საინვესტიციო ბანკს გააცნეს საერთაშორისო და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების გამოშვების მიმდინარე ტენდენციები და სამომავლო გეგმები.
საქართველოს დელეგაციის წევრებმა ინსტიტუციურ ინვესტორებსა და საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებს გააცნეს ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მიმდინარე პარამეტრები და მიმოიხილეს მიმდინარე წელს ევრობონდების რეფინანსირებისა და ახლახან სინდიკაციის მეთოდით გამოშვებული საშინაო სახაზინო ფასიანი ქაღალდებისადმი გამოხატული მაღალი ინტერესი და გამოშვების შედეგები. შეხვედრებზე, ასევე, განხილულ იქნა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე სამომავლო გამოშვებების შესაძლებლობები, ბოლო პერიოდში არარეზიდენტი ინვესტორების მხრიდან მნიშვნელოვნად გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით.
შეხვედრებს დაესწრო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
ქ. ლონდონში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ, ასევე, შეხვედრები გამართა საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოების S&P და Moody's წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მიმდინარე პარამეტრები და განახლებული საპროგნოზო მაჩვენებლები, ეკონომიკური განვითარების ტენდენციები და ქვეყნის საკრედიტო რეიტინგებთან დაკავშირებული საკითხები.
სხვა სიახლეები
აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა
14.07.2026.17:32
ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი სატრენინგო პროგრამის შედეგები, მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამისას, რომელიც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა, 90-ზე მეტმა მზარეულმა გაიარა თეორიულ-პრაქტიკული სწავლებები. ტრენინგებისას მონაწილეებმა შეისწავლეს ხორცეულის, თევზეულის, ფრინველის ხორცის დამუშავების ტექნოლოგიები და კერძების მომზადება. ასევე, ბოსტნეულის, მხალეულის კერძებისა და ცომეულის გაკეთება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ტრენინგების მიზანი მთიან აჭარაში კვებითი მომსახურების ხარისხის ამაღლება, სხვადასხვა პროდუქტის უკეთ დამუშავებისა და კერძების მომზადების ტექნოლოგიების გაუმჯობესება იყო. სატრენინგო პროგრამაში აჭარის მუნიციპალიტეტებში მდებარე განთავსებისა და კვების ობიექტების მზარეულები იყვნენ ჩართულები. შემაჯამებელ ღონისძიებაზე მათ სერტიფიკატები გადაეცათ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთიან აჭარაში გასტრონომიული შესაძლებლობების განვითარება, რათა იქ ასულ მოგზაურებს დახვდეს სტანდარტების მიხედვით მომზადებული ავთენტური, ადგილობრივი კერძები. სატრენინგო პროგრამაში ძალიან კარგი ტრენერები იყვნენ ჩართულები, რომლებმაც თავიანთი ცოდნა და გამოცდილება არ დაიშურეს ჩვენი მზარეულებისთვის. სასიხარულოა, რომ ინტერესი ახალი ცოდნის მიღების მიმართულებით იყო მაღალი ჩვენს მონაწილეებში, რაც ვიმედოვნებთ მათ მიერ მომზადებულ კერძებზეც აისახება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.