მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.1
0.0011
flag
AZN 1.5293
-0.0005
flag
CNY 38.834
-0.0021
flag
EUR 2.9066
-0.0088
flag
GBP 3.4395
-0.002
flag
KZT 57.77
0.0047
flag
TRY 0.0527
0
flag
USD 2.5994
-0.0011
news banner

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მრგვალი მაგიდის ფორმატში მონაწილეობა მიიღო კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელთა შეხვედრაში

news image
mbc image

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილის, ბო ლის ხელმძღვანელობით, გაიმართა კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ.

შეხვედრის მიმდინარეობისას, განხილულ იქნა რეგიონში არსებული ეკონომიკური ვითარება, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დაკავშირებადობის ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და ქვეყნებს შორის კოორდინაციის გაღრმავების მნიშვნელობაზე. ასევე, ფინანსებზე წვდომისა და საშინაო კაპიტალის ბაზრების გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image პირველი წლის იუბილე და 60 000 ლარიანი საპრიზო ფონდი - KUS TBA PADEL-მა მასშტაბურ ტურნირს უმასპინძლა

13.10.2026.16:18

KUS TBA PADEL-მა 2-8 ოქტომბერს საიუბილეო ტურნირს - KUS TBA PADEL OPEN-ს (KTP OPEN) უმასპინძლა. შეჯიბრება კლუბის დაარსებიდან ერთი წლის იუბილეს მიეძღვნა, ხოლო მისი საპრიზო ფონდი 60 000 ლარს შეადგენდა. ტურნირი სამ კატეგორიაში გაიმართა და მასში სამოყვარულო და პროფესიონალი მოთამაშეები მონაწილეობდნენ.

ექვსდღიანი ღონისძიების ფარგლებში, პარტნიორი კომპანიების ჩართულობით, კუს ტბა-ზე სხვადასხვა აქტივობა და შეთავაზება მოეწყო. 

პარტნიორებმა ტურნირის მონაწილეებსა და სტუმრებს მრავალფეროვანი გამოცდილება შესთავაზეს, რაც ღონისძიების მასშტაბსა და მის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდიდა.

KTP OPEN-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი პადელის პოპულარიზაცია და სპორტის მიმართ ინტერესის გაზრდა იყო. ამასთან, ორგანიზატორებისთვის მნიშვნელოვანი იყო პადელის გარშემო აქტიური საზოგადოების ჩამოყალიბება, სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების მქონე ადამიანების სპორტში ჩართვა და კუს ტბის, როგორც სპორტული და რეკრეაციული სივრცის, კიდევ უფრო გააქტიურება.

ტურნირი კლუბისთვის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა და საფუძველი ჩაუყარა ინიციატივას, რომელიც ორგანიზატორების ხედვით, ყოველწლიურ ტრადიციად უნდა იქცეს და მომავალში უფრო ფართო მასშტაბი შეიძინოს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა