მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.9
0.0021
flag
AZN 1.535
-0.0003
flag
CNY 38.89
-0.0009
flag
EUR 3.0112
-0.0135
flag
GBP 3.5189
-0.005
flag
KZT 58.19
0.004
flag
TRY 0.0537
0
flag
USD 2.6091
-0.0004
news banner

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

news image
mbc image

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - მამუკა ბარათაშვილი წარუდგინა, რომელიც ამავე დროს, გააგრძელებს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას.

შეხვედრაზე ლაშა ხუციშვილმა კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა შემოსავლების სამსახურის მუშაობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ კვლავ გაგრძელდება ყველა ის რეფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ეფექტიანი და უწყვეტი საგადასახადო/საბაჟო ადმინისტრირების პროცესის წარმართვას.

ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა მამუკა ბარათაშვილის მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და იმედი გამოთქვა, რომ წარმატებული საქმიანობა ახალ პოზიციაზე კვლავ გაგრძელდება.

თავის მხრივ, მამუკა ბარათაშვილმა მადლობა განაცხადა ნდობისთვის და აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახური უწყების ყველა თანამშრომელთან ერთად, კვლავ გააგრძელებს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობას და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას.

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა უწყების ყოფილ ხელმძღვანელს, მიხეილ მაღლაკელიძეს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. თავის მხრივ, მან მადლობა გადაუხადა კოლეგებს მხარდაჭერისთვის და მამუკა ბარათაშვილს წარმატებები უსურვა ახალ თანამდებობაზე მუშაობის პროცესში.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში ყოველწლიურად პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ და მის ზრდაზე სკოლის დასრულებამდე იზრუნებენ - დავით სონღულაშვილი

14.09.2026.19:23

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა პროექტის „ჩემი პირველი ნერგის“ მნიშვნელობაზე გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამა პირველკლასელებში ადრეული ასაკიდან გარემოზე ზრუნვისა და ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

როგორც მინისტრმა განაცხადა, პროექტი 22 ოქტომბერს, ხის დარგვის საერთაშორისო დღის ფარგლებში დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ინიციატივაში საქართველოს მასშტაბით, 41 000-ზე მეტი პირველკლასელი ჩაერთვება და საკუთარ პირველ ნერგს დარგავს. ღონისძიებები რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაბამისი გრაფიკის მიხედვით განხორციელდება.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით ყველა პირველ კლასელს შესაძლებლობას მისცემს, დარგოს საკუთარი პირველი ნერგი. წელს, 41 000-ზე მეტი პირველკლასელი მიიღებს მონაწილეობას ამ ინიციატივაში, რომელიც ბავშვებს ადრეული ასაკიდან ასწავლის გარემოზე ზრუნვას და ბუნებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. პროექტის დაფინანსება გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღდგენისთვის განკუთვნილი რესურსებიდან განხორციელდება. შესაბამისად, ერთი მხრივ, შესაძლებელი იქნება გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღდგენა, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენს შვილებს ბავშვობიდანვე ვასწავლით გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბავშვების მიერ დარგული ნერგების შემდგომ მოვლასა და მათზე დაკვირვებას. ამ მიზნით შეიქმნება ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც თითოეულ ბავშვს შესაძლებლობა ექნება, თვალყური ადევნოს საკუთარი ნერგის ზრდასა და განვითარებას.

„პროექტი 22 ოქტომბრიდან დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით, შესაბამისი გრაფიკის მიხედვით განხორციელდება. ტერიტორიები და ნერგები რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით შეირჩევა. პროცესში ჩართულები იქნებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების და რეგიონული განვითარების სამინისტროები, მუნიციპალიტეტები, თბილისის მერია, სკოლები, მასწავლებლები, დირექტორები და მშობლები. შეიქმნება ელექტრონული პლატფორმა, რომელიც თითოეულ ბავშვს მისცემს შესაძლებლობას, დააკვირდეს მის მიერ დარგული ხის ზრდასა და განვითარებას. „ჩემი პირველი ნერგი“ ყოველწლიური პროგრამა იქნება და ყოველ წელს პირველკლასელებისთვის სკოლის დაწყება ამ მნიშვნელოვან ინიციატივას დაუკავშირდება. საბოლოოდ კი, როდესაც ისინი სკოლას დატოვებენ, გარემოს დაუტოვებენ ზრდასრულ ხეს, რომელიც ჩვენი გარემოს გაჯანსაღებასა და გამწვანებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა