ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი, მიხეილ მაღლაკელიძე სგპ „ყაზბეგს“ ესტუმრა და საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი, მიხეილ მაღლაკელიძე სგპ „ყაზბეგს“ ესტუმრა და საბაჟო დეპარტამენტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მან დეტალური ინფორმაცია მიიღო გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობის, ეფექტური საბაჟო კონტროლის პროცედურების შედეგების შესახებ და აღნიშნა, რომ ,,ყაზბეგის“ გამშვები პუნქტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფანია, როგორც მთლიანად რეგიონისთვის, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის.
შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ხაზი გაუსვა საბაჟო დეპარტამენტის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების პროცესში და თითოეულ მებაჟე ოფიცერს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ვიზიტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი საზღვრის კვეთის პროცედურებს ადგილზე გაეცნო და გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე გამართულ სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები - ია ახალაია და მიხეილ ჩოკოშვილი, ასევე ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი ყენია და სხვა პასუხისმგებელი პირები. სამუშაო შეხვედრების ფარლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძვანელი უკვე იმყოფებოდა, სამეგრელოს, ასევე იმერეთისა და აჭარის რეგიონებში.
სხვა სიახლეები
მზის პანელების შეძენისა და მონტაჟის მოტივით 40 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
13.11.2026.16:35
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმ მოტივით, რომ შეიძენდა და დაამონტაჟებდა მზის პანელებს, დაზარალებულებს 40 000 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც მიისაკუთრა და ქვეყნის ფარგლები დატოვა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.