მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 20 სექტემბერს საქართველოს საბაჟოს პროფესიული დღე აღნიშნა

news image
mbc image

20 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს საბაჟოს პროფესიული დღე აღნიშნეს.

მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ასევე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა ბარათაშვილმა, ამავე უწყების უფროსის პირველმა მოადგილემ, მიხეილ ჩოკოშვილმა და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, კიაზო ახალაიამ.

საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ დაწესებული სპეციალური/საპატიო სამკერდე ნიშნები, განსაკუთრებული დამსახურებისთვის პირველად უწყების ისტორიაში გადაეცათ საბაჟო დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც წლების განმავლობაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინეს. აღნიშნული ჯილდოს დაწესება არის ახალი ტრადიციის დასაწყისი და ღირსეული სამსახურის დაფასების მიზნით, მებაჟე-ოფიცრების დაჯილდოება მომავალშიც გაგრძელდება.

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა ბარათაშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ კანონმდებლობის აღსრულებისა და ეკონომიკურად განვითარებული, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობაში მათ უმნიშვნელოვანესი მისია აკისრიათ.

,,ძვირფასო მებაჟე ოფიცრებო, ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ და უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის. მოგეხსენებათ, საბაჟო დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს კოლეგა უწყებებთან, რისთვისაც ვსარგებლობ შესაძლებლობით და მადლობას ვუხდი მათ პარტნიორობისთვის. დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად მივულოცავ მათ, ვინც ამ წუთებშიც ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას საქართველოს სხვადასხვა საზღვარზე არსებულ საბაჟო კონტროლის ზონებში და იმ თანამშრომლებს, რომლებიც პროფესიული საქმიანობის წარმატებით შესრულებისთვის დაჯილდოვდებიან. გისურვებთ ჯანმრთელობას, წინსვლას თქვენ პროფესიულ საქმიანობაში და კვლავაც გპირდებით უპირობო მხარდაჭერას", - განაცხადა მამუკა ბარათაშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიული დღის თარიღი დაკავშირებულია მნიშვნელოვან მოვლენასთან, კერძოდ ეროვნული საბჭოს მიერ, 1918 წლის 30 აგვისტოს მიღებული იქნა კანონი- „საბაჟო დაწესებულებათა მოწყობის შესახებ", რომელიც ძალაში შევიდა იმავე წლის 20 სექტემბერს და შესაბამისად, ფუნქციონირება დაიწყო დამოუკიდებელი საქართველოს საბაჟო ორგანომ. 2022 წელს, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით პროფესიული დღე დაწესდა ეროვნულ დონეზეც და 2026 წლის 20 სექტემბერს, უკვე მეოთხედ აღინიშნება ეს თარიღი. ამ დღის დაწესება მიზნად ისახავს მებაჟის პროფესიის მხარდაჭერასა და დაფასებას.

პროფესიულ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, ასევე საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები და პარტნიორი უწყების წარმომადგენლები.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მზის პანელების შეძენისა და მონტაჟის მოტივით 40 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა

13.11.2026.16:35

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმ მოტივით, რომ შეიძენდა და დაამონტაჟებდა მზის პანელებს, დაზარალებულებს 40 000 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც მიისაკუთრა და ქვეყნის ფარგლები დატოვა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა