მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო 38-ე კონფერენცია“ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდისა და კოკა-კოლას მხარდაჭერით გაიმართება

news image
mbc image

4-11 აგვისტოს კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდისა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს მხარდაჭერით იმართება ,,ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო 38-ე კონფერენცია’’ თავისუფალ უნივერსიტეტში. საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება და მას წელს პირველად უმასპინძლებს საქართველო. 

ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია ორგანიზებულია ფიზიკის სტუდენტებისთვის ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო ასოციაციის (IAPS),  საქართველოს ფიზიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GAPS), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის მიერ. პირველი კონფერენცია ჩატარდა ბუდაპეშტში, უნგრეთი 1986 წელს. ამ მომენტიდან მოყოლებული, ათობით ქვეყანა მასპინძლობდა ღონისძიებას ათწლეულების განმავლობაში, წელს პრველად კი საქართველო.  

კონფერენციის ფარგლებში მეცნიერებით დაინტერესებული ასობით სტუდენტი ეწვევა საქართველოს მთელი მსოფლიოდან, სადაც მათ საშუალება ექნებათ დაესწრონ სამეცნიერო მოხსენებებს, ვორქშოფებს, პანელურ დისკუსიებს, სტუდენტური სამეცნიერო პოსტერების გამოფენას და მოუსმინონ კონფერენციის სპიკერებს - მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს.  

გარდა სამეცნიერო ნაწილისა, კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და სოციალური აქტივობა, რათა ხელი შეეწყოს საქართველოს გაცნობას უცხოელი მკვლევარებისა და სტუდენტებისათვის.  

როგორც უკვე ითქვა, ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო 38-ე კონფერენციის მხარდამჭერები არიან კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი, კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.  

კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც გამორჩეულია საქართველოს განათლების სფეროში და წარმოადგენს თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის დამფუძნებელ ორგანიზაციას. ცოდნის ფონდის მიერ დაარსებიდან დღემდე 80  მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო განათლებასა და მეცნიერებაში.  

კომპანია ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას’’ მხარდაჭერა სამეცნიერო კონფერენციისადმი მიზნად ისახავს როგორც ფიზიკით, მეცნიერებით დაინტერესებული სტუდენტების გაერთიანებას მთელი მსოფლიოდან, ასევე სტუდენტების და ქვეყანაში სამეცნიერო სფეროს განვითარების ხელშეწყობას. კომპანია პრიორიტეტს ანიჭებს ახალგაზრდების გაძლიერებას საგანმანათლებლო ინიციატივების საშუალებით. ეს ინიციატივები მიზნად ისახავს ნიჭის განვითარებას და მომავალი ლიდერების აღზრდას. ამ ინიციატივების მეშვეობით ათასობით სტუდენტს აქვს სწავლის გაგრძელების და განათლების მიღების საშუალება. 
 

კომპანია ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია’’ საქართველოში აგრძელებს განათლების სფეროს ინტენსიურ მხარდაჭერას. კოკა-კოლა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, 2024 წელს საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი, რაც გამოიხატება არსებულ უნივერსიტეტებთან და საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან თანამშრომლობაში, როგორც სასწავლო ასევე სამეცნიერო ნაწილში. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს განათლებისადმი გამორჩეულ პატივისცემას, ერთგულებასა და ხელშეწყობას.    

კომპანია ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია’’ მხარში უდგას განათლებას და მეცნიერებას, სწორედ ამის დასტურია მისი მხარდაჭერა ,,ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო 38-ე კონფერენციის’’, რომელიც გაგვაცნობს მეცნიერებით და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს მთელი მსოფლიოდან და წვლილს შეიტანს საქართველოს მსოფლიო სამეცნიერო რუკაზე დამკვიდრებაში. 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა