მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

ფლორენციის რეგულირების სკოლის ორგანიზებით ენერგეტიკის საკითხებზე 21 სექტემბერს ტრენინგები ჩატარდება

news image

21 სექტემბერს, ქ. თბილისში ფლორენციის რეგულირების სკოლის (FSR) ორგანიზებით, ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოსთან (CEER) და კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნულ ასოციაციასთან (NARUC) თანამშრომლობით, ენერგეტიკის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდება.

ტრენინგები ორგანიზებულია ენერგეტიკის სექტორის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით, რეგულირების სხვადასხვა სკოლებიდან და რეგიონული მარეგულირებლების ორგანიზაციებიდან, როგორიცაა აფრიკის რეგულირების სკოლა (ASR), საზოგადოებრივი კომუნალური მომსახურების კვლევითი ცენტრი (PURC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA) და პორტუგალიურენოვან ენერგეტიკის მარეგულირებელთა ასოციაცია (RELOP).

ტრენინგები გაიმართება ენერგეტიკის რეგულირების შესახებ IX მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 21-24 სექტემბერს უმასპინძლებს.

ტრენინგების თემატიკა მოიცავს ენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მიმართულებებს. წამყვანი სპეციალისტები მსმენელებს გააცნობენ საუკეთესო პრაქტიკას მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ, ეფექტიანი რეგულირების ინსტრუმენტებს, ფასების რეგულირებისა და ბაზრის გამჭვირვალობის პრინციპებს, ელექტრომობილებისა და ჭკვიანი დამუხტვის რეგულირების საკითხებს.

ტრენინგების მოდულები ასევე შეეხება თემატურ სესიებს. მათ შორის, ახალგაზრდებისა და ქალების გაძლიერებას ენერგეტიკის სექტორის ტრანსფორმაციისთვის, რეგიონული ენერგეტიკული ბაზრის ინტეგრაციას, ინფრასტრუქტურული ინვესტიციებისა და სისტემის მოქნილობის მარეგულირებელ ნორმებს, მომხმარებელთა დაცვის საკითხებს, არაელექტროფიცირებადი ენერგიის მოთხოვნის დეკარბონიზაციასა და ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის მარეგულირებელ მექანიზმებს. ტრენინგების თემატიკა შეესაბამება WFER IX-ის თემატურ პრიორიტეტებს, მათ შორის რეგიონულ ენერგეტიკულ ინტეგრაციას, მომხმარებელთა გაძლიერებას, ეფექტურ რეგულირებას, ქსელის მოქნილობასა და ენერგეტიკულ ტრანზიციაში განხორციელებულ ინვესტიციებს.

ფლორენციის რეგულირების სკოლა წარმოადგენს უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის, მარეგულირებელი და პოლიტიკური დიალოგის პლატფორმისა და პროფესიონალი აღმასრულებელი ტრენინგების მიმწოდებლის უნიკალურ კომბინაციას, რომელიც მიზნად ისახავს ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკისა და რეგულირების გაუმჯობესებას რიგ სექტორებში - ენერგეტიკა, კლიმატი, ტრანსპორტი, წყალი და ნარჩენები.

ტრენინგების პროგრამა ხელმისაწვდომია ბმულზე:

https://www.wfertbilisi2026.com/en/programa/day-1.  

21 სექტემბერს, ტრენინგები გაიხსნება პლენარული სესიით, წარმოდგენილი იქნება სამი თემატური სეტი, რომლებიც შედგება პარალელური სასწავლო მოდულებისგან. თითოეულ სეტში პარალელურად სამი მოდული ჩატარდება. რეგისტრაციის დროს მონაწილეობის მსურველებს აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ მოდული, რომლის დასწრებაც სურთ თითოეულ სეტში.

ტრენინგებზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

https://www.wfertbilisi2026.com/en/login. ადგილები შეზღუდულია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 26 მაისს, GITA - ს ტექნოლოგიური პავილიონი ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე იქნება წარმოდგენილი

25.05.2026.12:23

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პავილიონი 26 მაისს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე იქნება წარმოდგენილი. სააგენტო წელსაც განსაკუთრებული, ტექნოლოგიური და ინოვაციური სტენდით დახვდება სტუმრებს. დაგეგმილი აქტივობები მრავალფეროვანია და მოიცავს 3D მოდელირების ვორქშოფს, რომლის ფარგლებშიც 26 მაისის თემატიკაზე შეიქმნება 3D მოდელები და ადგილზევე იქნება ნაჩვენები ბეჭდვის პროცესი, ჩატარდება ასევე ვორქშოფი თემაზე 3D მოდელირება და ბეჭდვა. ვორქშოფის მონაწილეები მიიღებენ 3D პრინტერზე დაბეჭდილ 26 მაისის თემატიკის სუვენირებს.

GITA - ს სივრცეში საბავშვო აქტივობებიც დაგხვდებათ. Snap circuits და lego spike ვორქშოფში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ნახონ სხვადასხვა ფუნქციის მქონე რობოტები და ჩაერთონ აწყობის პროცესში, დაათვალიერონ რობოტების გამოფენა (DJI რობოტი, MasterPI რობოტი) და თავად შეაფასონ მათი შესაძლებლობები. მონაწილეები გაეცნობიან ასევე ზოგად ინფორმაციას რობოტების მუშაობისა და პროგრამირების შესახებ. 

GITA-ს პავილიონში წარმოდგენილი იქნება ასევე ასაწყობი ფაზლი 26 მაისის თემატიკაზე, დაინტერესებული პირები კი შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ დრონების ვორქშოფშიც, რომლის შემდგომაც დრონების სიმულატორის მეშვეობით შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ და გატესტონ დრონის მართვა.

მთელი დღის განმავლობაში ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ VR სათვალეების ვორქშოფში, სადაც, პრაქტიკულ ნაწილთან ერთად, განხილული იქნება VR ტექნოლოგიების გამოყენება ისეთ სფეროებში, როგორიცაა მედიცინა, ინჟინერია და ა.შ. 3D სკანირების ვორქშოფში კი დაინტერესებული პირები მოისმენენ პრეზენტაციას 3D სკანირების, როგორც ტექნოლოგიის ინოვაციურ გამოყენებაზე სხვადასხვა ინდუსტრიაში. მოხალისეები სადემონსტრაციოდ დასკანერების პროცესშიც მიიღებენ მონაწილეობას.

პავილიონში ჩატარდება ინდუსტრიული რობოტი ხელი NYIRIO და UNITRI რობოტების ვორქშოფი და ასევე მოეწყობა საინფორმაციო სივრცე/Touch screen (Android System), სადაც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შესახებ, რომელიც უახლოეს მომავალში საზეიმოდ გაიხსნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა