მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

ფოკაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტენდერი გამოცხადდა

news image
mbc image

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერი ითვალისწინებს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას.

პროექტი მოიცავს ფარავნის ტბის სანაპიროზე არსებული ღია სანათლავისა და მასთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, მდინარე ფარავნის სათავე ნაგებობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, არსებული ხიდის რეკონსტრუქციას, სანიტარული კვანძების განახლებას, ასევე მონასტრის ტერიტორიაზე საავტომობილო გზისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა-რეაბილიტაციას.

პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება არსებული პარკინგი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტაძრის ეზოსა და გალავნის დაზიანებულ მონაკვეთებს, განახლდება გარე განათებისა და ელექტრომომარაგების ქსელი. ასევე, მოეწყობა მრავალფუნქციური საგანმანათლებლო ცენტრი, მოწესრიგდება მონასტრის ტერიტორიაზე არსებული შენობები და წყალმომარაგების სისტემა.

ფოკას წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია. შესაბამისად, ვიზიტორებისა და მომლოცველებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მოწყობა კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონისთვის დადგენილი მოთხოვნებისა და რეგულაციების დაცვით განხორციელდება.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ფოკაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ვიზიტორებისა და მომლოცველებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას და ტერიტორიის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის შენარჩუნებას.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image თიბისი ემიგრანტებისთვის - რა პროდუქტებს სთავაზობს ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს

19.10.2026.12:06

თიბისი, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ფინანსები, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, დამოუკიდებლად მართონ ინტერნეტ ან მობაილბანკის საშუალებით და მარტივად მიიღონ ყველა საჭირო საბანკო პროდუქტი თუ მომსახურება.

ემიგრანტების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისიში სპეციალური გუნდია შექმნილი, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებების შესაბამის საბანკო და არასაბანკო პროდუქტებს ქმნის, ხოლო უკვე არსებულს - მუდმივად ხვეწს და ავითარებს.

თიბისიში, ემიგრანტებს, შემდეგი საბანკო პროდუქტებით შეუძლიათ სარგებლობა:

  • დისტანციური საბანკო მომსახურება - ემიგრანტებს შესაძლებლობა აქვთ, თიბისის მომხმარებლები, დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე, 30 წამში, ინტერნეტ ან მობაილბანკის საშუალებით გახდნენ და ისარგებლონ ყველა არსებული პროდუქტითა და მომსახურებით. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ვიდეობანკის სერვისით სარგებლობა და რეგისტრაციის პროცესში, თიბისის წარმომადგენლის მხრიდან დახმარება;
  • უფასო თიბისი ბარათი - ციფრული ბარათის აღება ინტერნეტ და მობაილბანკიდან, სრულიად უფასოდ, ზუსტად 30 წამშია შესაძლებელი. ბარათით შესაძლებელია ნებისმიერ POS ტერმინალზე, ასევე ონლაინ პლატფორმებზე გადახდა, უფასო გადარიცხვები ქართულ ბანკებში, კონვერტაცია სპეციალური კურსით. ასევე, კომუნალური გადახდები და გზავნილის ანგარიშზე გადარიცხვა;
  • ანაბრები - ემიგრანტებს შესაძლებლობა აქვთ, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გახსნან ანაბარი და სარგებლის დარიცხვისას, ისარგებლონ მაღალი საპროცენტო განაკვეთით;
  • იპოთეკური სესხი - ემიგრანტებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ იპოთეკური სესხით უძრავი ქონების შესაძენად, სახლის ასაშენებლად, ან გასარემონტებლად;
  • ფულადი გზავნილები - ფულადი გზავნილების მიღება, გაგზავნა და განაღდება შესაძლებელია დისტანციურად, თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკიდან, სპეციალურო პირობებით. განაღდებული გზავნილი მომენტალურად აისახება საბარათე ანგარიშზე. ასევე, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში შესაძლებელია გზავნილების ნაწილობრივ კონვერტაცია, რისთვისაც საქართველოში, საუკეთესო კურსით სარგებლობაა შესაძლებელი;
  • მომენტალური გადარიცხვები უცხოური ბარათებიდან - ემიგრანტებს შესაძლებლობა აქვთ, უცხოური ბანკების VISA და Mastercard ბარათებიდან თანხა თიბისის ანგარიშზე 24/7 რეჟიმში, მომენტალურად გადმოიტანონ, მარტივად და სრულად დისტანციურად.

,,ჩვენი მიზანია, ემიგრანტებისთვის, საბანკო მომსახურება მაქსიმალურად მარტივი, ხელმისაწვდომი და კომფორტული გავხადოთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, ყოველდღიურად აქვთ ფინანსური სერვისებით სარგებლობის საჭიროება. სწორედ ამიტომ, ვქმნით და ვავითარებთ ისეთ პროდუქტებსა და მომსახურებას, რომლებიც მათ შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან სრულფასოვნად მართონ საკუთარი ფინანსები, ისარგებლონ საბანკო პროდუქტებით და ყველა საჭირო მომსახურება დისტანციურად მიიღონ. გვინდა, უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა ბანკთან ურთიერთობა დამატებითი ბარიერების გარეშე შეძლონ და თავი საქართველოსთან კიდევ უფრო ახლოს იგრძნონ”, - გიორგი ხომასურიძე, თიბისის ემიგრანტების სეგმენტის მიმართულების ხელმძღვანელი.

სპეციალურად ემიგრანტებისთვის შექმნილი პროდუქტების და მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/emigrants

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა