მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190
-0.0035
flag
AZN 1.5254
0
flag
CNY 38.894
0.0002
flag
EUR 2.8495
-0.0052
flag
GBP 3.4194
-0.0014
flag
KZT 58.36
-0.0001
flag
TRY 0.0514
-0.0001
flag
USD 2.5928
-0.0003
news banner

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე მდინარე ხევისწყალზე ახალი ხიდი შენდება

news image
mbc image

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა - მარნეული - გუგუთის საავტომობილო გზაზე (კმ83-კმ84), მდინარე ხევისწყალზე, სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

ახალი ხიდი ხუთმალიანია და მისი მთლიანი სიგრძე შეადგენს 174,8 მეტრს. პროექტი მოიცავს სახიდე გადასასვლელის მშენებლობას მისასვლელი გზებით და ტროტუარებით.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5,9 მლნ. ლარით ფინანსდება. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სინგაპურში, მსოფლიოს უმსხვილეს ფინტექ ფესტივალზე საქართველოს პავილიონის გახსნას სინგაპურის სახელმწიფო მინისტრი დაესწრო

18.11.2026.14:49

სინგაპურის სახელმწიფო მინისტრი საგარეო და ეროვნული განვითარების საკითხებში ალვინ თანი მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე - სინგაპურის ფინტექ ფესტივალზე საქართველოს პავილიონის გახსნას დაესწრო.

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ სინგაპურის სახელმწიფო მინისტრს საქართველოს ფინანსური და ტექნოლოგიური სექტორების განვითარების ძირითადი მიმართულებები, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და ინოვაციური პროექტები გააცნო.

საქართველოს პავილიონზე სებ-თან ერთად წარმოდგენილი არიან ქართული ფინანსური და ფინტექ სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც პავილიონის სტუმრებს საკუთარი საქმიანობის, პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს.

ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ გასცნობოდნენ ქართული კომპანიების მიერ შეთავაზებულ ფინანსურ პროდუქტებს, ციფრულ სერვისებსა და ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, მიეღოთ დეტალური ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ და პირადად გასაუბრებოდნენ კომპანიის წარმომადგენლებს. მსგავსი ფორმატი ხელს უწყობს ქართული ფინანსური და ფინტექკომპანიების საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას, მათი შესაძლებლობების წარმოჩენასა და უცხოელ პარტნიორებთან ახალი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

სინგაპურის ფინტექფესტივალი წელს დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და 100-ზე მეტი ქვეყნისა და რეგიონის 70 000-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს. ღონისძიებაში მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები. მათ შორის, ევროპის ცენტრალური ბანკი, გერმანიის ბუნდესბანკი, ინგლისის ბანკი, იაპონიის, ესპანეთისა და დანიის ცენტრალური ბანკები, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი, მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი. კერძო სექტორს ისეთი მსხვილი კომპანიები წარმოადგენენ, როგორებიცაა J.P. Morgan, Visa, Mastercard, Ant International, Tencent და Amazon Web Services.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა