მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.8
-0.0016
flag
AZN 1.543
-0.001
flag
CNY 38.854
0.0008
flag
EUR 3.026
0.0041
flag
GBP 3.5315
0.0031
flag
KZT 55.85
0.0029
flag
TRY 0.0551
-0.0001
flag
USD 2.6229
-0.001
news banner

ფორმის ტარება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულოა - თუ მშობელი გააპროტესტებს და არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება განსაზღვრული, როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები, რაც სკოლის შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს l გივი მიქანაძე

news image
mbc image

ფორმის ტარება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულოა და ეს იქნება საერთო ყველა საჯარო სკოლისთვის. თუ მშობელი გააპროტესტებს და არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება განსაზღვრული, როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები, რაც სკოლის შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ყველა მშობელმა უნდა გაითავისოს გარკვეული პასუხისმგებლობა, რომელიც საკუთარ შვილთან და სრულიად საზოგადოებასთან აქვს. 

„ჩვენ ყოველთვის ვეცნობით საზოგადოების აზრს. ამ მიზნით, ოთხი თვის წინ დავიწყე პროექტი - მინისტრის შეხვედრა მშობლებთან. 26 მუნიციპალიტეტში ვიყავი ჩასული, სადაც ჯამში 10 ათასზე მეტ მშობელს შევხვდი. ამ შეხვედრებზე ერთ მშობელსაც არ უთქვამს, რა ცუდია, რომ ფორმა შემოგაქვთო. პირიქით, მიესალმებიან ამ მოცემულობას.

ამის მიუხედავად, საზოგადოებაში არიან ადამიანები, თუმცა ეს არის ძალიან მცირე კონტინგენტი, რომლებიც, ჩემთვის სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო, ამბობენ, რომ ისინი ბავშვს ფორმას არ ჩააცმევენ. ვფიქრობ, რომ ამას შეიძლება მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი ჰქონდეს.

როდესაც სასკოლო ფორმებზე საუბრისას მშობელი ამბობს: „მე არ ჩავაცმევ და აი, ვნახავ, ერთი, ბავშვს როგორ არ შეუშვებენ სკოლაში“ - აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი რა არის? პირველ რიგში, ის, რომ მშობელი ცალსახად მანიპულირებს ბავშვით. შეგახსენებთ, საუბარი გვაქვს დაწყებით კლასებზე და ბავშვი ჯერ კიდევ კარგად ვერ აცნობიერებს, რაზეა საუბარი და რა თქმა უნდა, აქ მშობლის ავტორიტეტი მოქმედებს.

აქვე შევახსენებ მშობლებს, რომ ბავშვის სკოლაში შეყვანასთან ერთად, ისინი ხელს აწერენ და ეთანხმებიან შინაგანაწესს, რომელიც სკოლის ფარგლებშია დადგენილი. შინაგანაწესით, რა თქმა უნდა, განისაზღვრება, რომ ფორმის ტარება არის სავალდებულო. აქამდეც მოქმედებდა წესი, რომლითაც ეს ნებაყოფლობითი ხასიათის იყო, თუმცა ახალი სასწავლო წლიდან ფორმის ტარება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულოა და ეს იქნება საერთო ყველა საჯარო სკოლისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი მაინც გააპროტესტებს და არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება განსაზღვრული, როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები, რაც შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს. ყველა მშობელმა უნდა გაითავისოს გარკვეული პასუხისმგებლობა, რომელიც, პირველ რიგში, საკუთარ შვილთან აქვს და შემდეგ სრულიად საზოგადოებასთან.

ყველა ნაბიჯი, რომელიც იდგმება მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, არის მიმართული ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალი თაობების განვითარებაზე მაქსიმალურად ვიყოთ ორიენტირებულნი”, - განაცხადა მიქანაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო

05.08.2026.21:28

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას. კამპანიის მიზანია დეზინფორმაციის გავრცელებით შეიქმნას ყალბი აღქმა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული ტურისტებისთვის არასასურველი გარემოა შექმნილი.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სოციალურ პლატფორმა X-ზე რეგისტრირებულ რამდენიმე ყალბ ანგარიშზე სხვადასხვა საკითხზე ხდებოდა დეზინფორმაციის განთავსება, კერძოდ საუბარი იყო, რომ თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ ტურისტებს ტყეში მარტო ტოვებდნენ, ანდა მათ მიერ შეკვეთილ საკვებს ქართულ რესტორნებში მიზანმიმართულად, განგებ აბინძურებდნენ და ა.შ.

მსგავსი შინაარსის ყალბი ინფორმაცია მოგვიანებით, დროის კონკრეტული ინტერვალით, კოორდინირებულად ვრცელდებოდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ერთ-ერთი ონლაინ-მედიასაშუალების მიერ, რომელსაც მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 4-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები, რათა დადგინდეს დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორები, მონაწილეები, დაფინანსების შესაძლო წყაროები, ინფორმაციის გავრცელების მექანიზმები და მისი მიზნები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს მუშაობას მსგავსი დეზინფორმაციული კამპანიების დროული გამოვლენისა და მათგან მომდინარე საფრთხეების პრევენციის მიზნით; გარე თუ შიდა ძალებისგან მართულ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების ხელყოფას, სახელმწიფო ინსტიტუტების დესტაბილიზაციას, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას ან ეროვნული უსაფრთხოებისათვის ზიანის მიყენებას, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა