მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.4
0.0161
flag
AZN 1.5532
-0.0009
flag
CNY 38.858
-0.0076
flag
EUR 3.0147
-0.009
flag
GBP 3.5222
-0.0058
flag
KZT 55.83
0.0001
flag
TRY 0.0564
0
flag
USD 2.6403
-0.0012
news banner

ფოთი-თბილისი-ფოთის შემდეგ, საქართველოს რკინიგზა ბლოკ-მატარებელს საქართველოს პორტებიდან ბაქოს მიმართულებით ნიშნავს

news image
mbc image

ფოთი-თბილისი-ფოთის შემდეგ, საქართველოს რკინიგზა ბლოკ-მატარებელს საქართველოს პორტებიდან ბაქოს მიმართულებით ნიშნავს. ახალი ბლოკ-მატარებელი ბათუმი-ფოთი-თბილისი-აპშერონი-სუმგაიტი-ალიატის მიმართულებით იმოძრავებს. აღნიშნული ბლოკ-მატარებელი შავი ზღვის პორტებს აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილ ტერმინალებთან წინასწარ დადგენილი გრაფიკით დააკავშირებს.

მხარეებმა ურთიერთშეთანხმებას ხელი ალმაატაში მოაწერეს. საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზები ტვირთმფლობელებს გამარტივებულ ,,ტერმინალიდან კარამდე" სერვისს სთავაზობენ.

ბლოკ-მატარებლები წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით იმოძრავებენ, შედეგად, ტვირთმფლობელები კონტეინერის ფოთის პორტიდან ბაქოში ჩატანას უმოკლეს დროში შეძლებენ.

ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება რამდენ ხანში ჩავა მათი კონტეინერი ბაქოში და რამდენ ხანში დაბრუნდება ცარიელი კონტეინერი უკან.

ახალი სერვისი ხელს შეუწყობს ფოთიდან-ბაქოში მიმავალი და უკან ცარიელი კონტეინერების ტრანსპორტირების გადმორთვას მანქანებიდან რკინიგზაზე, რაც, ერთი მხრივ, სერიოზულად განტვირთავს საავტომობილო გზებს, მეორეს მხრივ კი ნაკლებ ზიანს მიაყენებს გარემოს.

„ეს არის გამარტივებული ლოჯისტიკური სერვისი ტვირთმფლობელებისთვის, რომლებიც განსაზღვრულ დროში კონტეინერებს ბათუმიდან/ფოთიდან/თბილისიდან-ბაქოში და პირიქით, შეფერხებების გარეშე მიიღებენ. ამ სერვისით ტვირთმფლობელები დროის გარდა, მნიშვნელოვნად დაზოგავენ ხარჯებს, რადგან როგორც მოგეხსენებათ, ტერმინალებში ტვირთის და ცარიელი კონტეინერების გაჩერება ყოველდღიური საფასურის გადახდას გულისხმობს. საქართველოს რკინიგზა აგრძელებს ლოჯისტიკური სერვისების გამარტივებას. ჩვენი მიზანია კომპანიამ რაც შეიძლება მეტი ტვირთი გადაზიდოს, შედეგად კი საქართველოს რკინიგზის შემოსავლები გავზარდოთ," - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, ლაშა აბაშიძე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სტუ-ის რექტორი გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსის ალექსანდრე ლაშხის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

06.07.2026.18:37

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მათემატიკოსის, მეცნიერისა და პედაგოგის ალექსანდრე (სანდრო) ლაშხის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტს, კოლეგებსა და სტუდენტებს.

სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ბატონ სანდრო ლაშხს მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ქართული მეცნიერების, მათემატიკური სკოლისა და უმაღლესი განათლების განვითარებაში. მისი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობა მნიშვნელოვან კვალს დატოვებს ქართული მათემატიკისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ისტორიაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალათასიანი კოლექტივის სახელით სამძიმარს ვუცხადებ ალექსანდრე ლაშხის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მეგობრებსა და მის სტუდენტებს.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.

მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა