მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7191.5
-0.0023
flag
AZN 1.5576
-0.0007
flag
CNY 39.03
-0.0059
flag
EUR 3.02
-0.0151
flag
GBP 3.5004
-0.0073
flag
KZT 54.47
0.0008
flag
TRY 0.057
0
flag
USD 2.648
-0.0007
news banner

ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური და ბათუმის საზღვაო პორტის განახლებული ინფრასტრუქტურა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარე როვშან რუსტამოვთან ერთად დაათვალიერა

news image
mbc image

ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური და ბათუმის საზღვაო პორტის განახლებული ინფრასტრუქტურა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარე როვშან რუსტამოვთან ერთად დაათვალიერა.

ორი ქვეყნის რკინიგზების ხელმძღვანელები დელეგაციების წევრებთან ერთად პირადად გაეცნენ შესრულებულ სამუშაოებს, ამასთან, ნავსადგურების მენეჯმენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს ობიექტების სიმძლავრეები და ტერმინალების მოდერნიზაციის პროცესი გააცნეს. ორივე მხარემ ხაზგასმით აღნიშნა ,,შუა დერეფნის" მარშრუტზე გაზრდილი ტვირთნაკადის მისაღებად ნავსადგურებისა და სარკინიგზო ოპერატორების სინქრონიზაციისა და გამართული მუშაობის მნიშვნელობა.

,,შუა დერეფნის მარშრუტის შემდგომი განვითარების პროცესისთვის საკვანძო როლი აკისრია საქართველოს სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურის მაღალი სტანდარტებით ფუნქციონირებას. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, ისევე როგორც ტვირთმფლობელებისთვის სერვისების გაუმჯობესების კუთხით. რკინიგზისა და ნავსადგურების სინქრონიზაცია და გამართული ინფრასტრუქტურა ერთობლიობაში მეტი ტვირთის გატარების საშუალებას მოგვცემს, რაც თავის მხრივ საქართველოს რკინიგზას მეტ შემოსავალს, მოუტანს. ჩვენი მიზანია, რომ ,,შუა დერეფნისა" და ,,ბაქო-თბილისი-ყარსის" მარშრუტზე ტვირთნაკადი გავზარდოთ, რაც დადებითად აისახება მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე" - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ფოთისა და ბათუმის პორტებში ტვირთნაკადის მაჩვენებელი გაზრდილია.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 12 ქსელს ექნება ვალდებულება, რომ განათავსონ საუკეთესო ფასები ekalata.gov.ge-ის პორტალზე, მნიშვნელოვანია აღნიშნული პლატფორმა და ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის იქნება შედეგის მომტანი l ლევან ჟორჟოლიანი

24.06.2026.13:46

მომხმარებელს ექნება სრული ინფორმაცია საუკეთესო სამომხმარებლო ფასების შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ერთიან საინფორმაციო პლატფორმაზე, www.ekalata.gov.ge-ზე საუბრისას განაცხადა.

ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნული პლატფორმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ექნება სრული ინფორმაცია საუკეთესო სამომხმარებლო ფასების შესახებ. ასევე, ეს წაახალისებს, მათ შორის კონკურენციას აღნიშნულ 12 ქსელში. აღნიშნულ ქსელებს ექნებათ ვალდებულება, რომ განათავსონ საუკეთესო ფასები პორტალზე. FMCG-ის სექტორის წილი არის 14 მლრდ ლარი 2025 წლის მონაცემებით, ხოლო ორგანიზებული ბაზრის წილი - 64%. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნული პლატფორმა და ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის იქნება შედეგის მომტანი",- განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა