მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169.7
-0.0013
flag
AZN 1.5339
-0.0003
flag
CNY 38.933
0.0061
flag
EUR 2.9911
-0.0016
flag
GBP 3.4815
-0.0135
flag
KZT 58.32
-0.0022
flag
TRY 0.0534
-0.0002
flag
USD 2.6071
-0.0005
news banner

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველო 2027 წელს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობაში უმასპინძლებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ ინოვაციების ფორუმს - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

„მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველო 2027 წელს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობაში უმასპინძლებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ ინოვაციების ფორუმს" - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისში გააკეთა, სადაც ის გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს მასპინძლობს.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, სადაც ასევე შეხვედრა გაიმართა ინოვაციურ სტარტაპერებთან.

„მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში მივაღწიეთ შეთანხმებას გენერალურ მდივანთან და საქართველო 2027 წელს აღნიშნულ შენობაში - ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში უმასპინძლებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ ინოვაციების ფორუმს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის, რაც წაახალისებს ტურიზმის ცნობადობის ზრდას, წაახალისებს საქართველოში მიმდინარე ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების სექტორს, ისევე როგორც დაეხმარება ადგილობრივ სტარტაპერებს, რომ დაამყარონ კონტაქტები საერთაშორისო კომპანიებთან" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიების მასპინძლობით საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა ასევე საერთაშორისო კომპანიებს უმასპინძლოს, რაც ქვეყნისთვის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება იქნება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ველოდებით მეტ ინვესტიციას J.P. Morgan-ის მიერ წარდგენილი ახალი ინდექსით - ნათია თურნავა

18.09.2026.18:23

როგორც ვხედავთ, უცხოელი ინვესტორების მხრიდან მზარდი ინტერესია ქართული სახაზინო ობლიგაციების მიმართულებით და ამას ადასტურებს J.P. Morgan-ის ახალ $328-მილიარდიან ინდექსში ლარის სახაზინო ობლიგაციებიც შესვლაც, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ J.P. Morgan-ის განვითარებადი, ე.წ. frontier ბაზრების ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ობლიგაციებისთვის ახალი ინდექსის შექმნის თაობაზე განაცხადა.

მისი თქმით, გაზრდილი ინტერესი გამოწვეულია საქართველოს ძალიან ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებითა და გეოპოლიტიკური შოკების მიმართ ეკონომიკის მდგრადობით.

„შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ საქართველოში ატარებს J.P. Morgan-ი რეგიონის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირების კონფერენციას, სადაც დისკუსიის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ კაპიტალის ბაზრის განვითარებას ეძღვნება. ჩვენ ველოდებით მეტ ინვესტიციას ამ არხით",- აღნიშნა ნათია თურნავამ.

J.P. Morgan-ის მიერ შექმნილი ახალი ინსტრუმენტის - GBI-EM Edge საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.

GBI-EM Edge განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალი ინდექსია, რომლის მიზანი ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვაა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.

აღსანიშნავია, რომ თბილისში დღეს სებ-ის ორგანიზებითა და უმსხვილეს ამერიკულ ბანკ J.P. Morgan-თან თანამშრომლობით, ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრა გაიმართა.

რეგიონში მსგავსი ფორმატის ღონისძიება პირველად ჩატარდა და მასში 15-მდე ქვეყნის, მათ შორის უნგრეთის, პოლონეთის, მოლდოვას, ბოსნია და ჰერცოგოვინას, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა