მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ გიორგი გიორგობიანმა თბილისში გამართულ, პოლონურ-ქართულ ეკონომიკურ და საინვესტიციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

news image
mbc image

ფორუმის ფარგლებში საქართველოსა და პოლონეთის სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.

გიორგი გიორგობიანმა მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიაში – „წყლის მდგრადი მართვა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი პროექტები: გამოწვევები და შესაძლებლობები“.

პანელური დისკუსიის ფარგლებში, გიორგი გიორგობიანმა ისაუბრა საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის მნიშვნელობასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის როლზე.

‘’საქართველოში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურა მასშტაბურად ვითარდება, რაც მოიცავს არსებული ქსელების გაფართოებას, განახლებასა და ახალი სისტემების მშენებლობას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წყლისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების განვითარებას. ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტები 100-ზე მეტ ლოკაციაზე, რაც ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია დამატებით, ახალი ტენდერების გამოცხადება იმავე მიმართულებებით, რაც კიდევ უფრო გააფართოებს მიმდინარე სამუშაოებს’’- განაცხადა, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ.

გიორგი გიორგობიანმა ყურადღება გაამახვილა კომპანიის მიერ გამოცხადებული ტენდერების პროცედურებზე, მათ შორის საერთაშორისო და სახელმწიფო დაფინანსებით მიმდინარე პროექტების განხორციელების წესებზე. მან ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლებს ტენდერებში მონაწილეობის პირობები და შესაძლებლობები გააცნო, რომლებიც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის არსებობს და აღნიშნა, რომ კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა ხარისხიანი და თანამედროვე წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. 

ფორუმი საქართველოში პოლონეთის საელჩო და პოლონეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ორგანიზებით ჩატარდა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image თბილისის ვიცე-მერი კომპანია Zaha Hadid Architects-ის დირექტორს შეხვდა | რა განიხილეს

29.10.2026.16:28

თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანია Zaha Hadid Architects-ის დირექტორს მანუელა გატოს და ბიზნესის განვითარების მენეჯერს მარიამ ნოვრუზის შეხვდა.

შეხვედრის მიზანი თბილისის მერიასა და კომპანიას შორის შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა იყო.

როგორც ვიცე-მერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ავტორიტეტისა და მასშტაბის კომპანია, როგორიცაა Zaha Hadid Architects, პროექტებს თბილისში ახორციელებდეს.

„მათი მხრიდან წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ავტორიტეტული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე კომპანია ოპერირებდეს ჩვენს ქალაქში. აღნიშნული კომპანია თბილისში ერთ პროექტს უკვე ახორციელებს და იმედი გვაქვს, მომავალში სხვა პროექტებითაც იქნება წარმოდგენილი. მათ გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა ამისთვის, ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან აღვუთქვით მხარდაჭერა ყველა იმ პროცდურასა თუ მიმართულებაში, რაც მათი საქმიანობისთვის იქნება საჭირო“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

შეხვედრას თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ბაგაშვილი და არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა