მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

„გახდი მედიაწიგნიერების ტრენერი“ - ComCom-ი ახალ კონკურსს აცხადებს

news image
mbc image

კომუნიკაციების კომისია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (TPDC) მხარდაჭერით, პირველად აცხადებს კონკურსს „გახდი მედიაწიგნიერების ტრენერი“.

პროექტის მიზანია მედიაწიგნიერების მიმართულებით კვალიფიციური ტრენერების მომზადება, რომლებიც მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საგანმანათლებლო პროცესში გამოიყენებენ და სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიაში მედიაწიგნიერების კომპეტენციების განვითარებას შეუწყობენ ხელს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება 7 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით შეუძლია ყველას, ვისაც აქვს სწავლების, ტრენინგის ჩატარების ან საგანმანათლებლო საქმიანობის გამოცდილება და დაინტერესებულია მედიაწიგნიერებით.

კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული 10 კანდიდატი გაივლის ტრენერთა მომზადების სპეციალიზებულ პროგრამას (Training of Trainers – ToT) და მიიღებს მედიაწიგნიერების სერტიფიცირებული ტრენერის სტატუსს.

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სწავლების, ან სხვა საგანმანათლებლო საქმიანობის გამოცდილება, ასევე მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებული ცოდნა ან/და პრაქტიკული გამოცდილება.

უპირატესობად ჩაითვლება მედიაწიგნიერების/ციფრული წიგნიერების მიმართულებით სწავლების, საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის, სასწავლო მასალების შექმნისა და სხვადასხვა ასაკობრივ თუ პროფესიულ ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია, სადაც გაეცნობიან განაცხადის წარდგენის პირობებს და წარმოადგენენ რეზიუმეს (CV), უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, 2-5 წუთიან სამოტივაციო ვიდეოს თემაზე - „რატომ მინდა გავხდე მედიაწიგნიერების ტრენერი?“, ასევე, არსებობის შემთხვევაში, შესაბამის სერტიფიკატებსა და პროფესიულ პორტფოლიოს.

რეგისტრაციისა და კონკურსის პირობების გასაცნობად იხილეთ ბმული.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

05.10.2026.18:31

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა, ხოლო აგვისტოსთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.4% ით მოიმატა
  • საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, სექტემბერში 3.5% შეადგინა
  • მომსახურების ინფლაცია 3.7%-ს გაუტოლდა

საბანკო სექტორი

  • აგვისტოში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების წლიური ზრდის ტემპი 0.2 პპ-ით დაჩქარდა და 14.8% შეადგინა
  • დეპოზიტების დოლარიზაცია ივლისში 0.1 პპ-ით გაიზარდა და 43.2% შეადგინა
  • აგვისტოში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციამ 41.2% შეადგინა

საგარეო სექტორი

  • იმპორტი - საქონლის იმპორტი წლიურად 4.3%-ით გაიზარდა და 1.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. აგვისტოს იმპორტის ზრდა ძირითადად შუალედური მოხმარების საქონელმა განაპირობა, რომლის კონტრიბუციამ მთლიან იმპორტში 5.6 პპ შეადგინა
  • ექსპორტი - საქონლის ექსპორტი 24.7%-ით გაიზარდა და 752.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აგვისტოში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური ზრდა დაფიქსირდა ყველა დანიშნულების სასაქონლო ჯგუფში
  • აგვისტოს მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 613.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და 8.1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა